ტექნიკური ზედამხედველი

ტერასა გრუპი
სპეციალისტი
თბილისი
ვაკანსია
24-03
24-04


დეველოპერული კომპანია "ტერასა ჯგუფი" დაარსდა 2017 წელს და ჩვენი პორტფოლიო 14 დასრულებულ და მიმდინარე პროექტს ითვლის.

კომპანია "ტერასა ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური ზედამხედველის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, სრული სამუშაო დღე (1 საათი შესვენება) 11:30 - 18:30 საათი

ფუნქცია/მოვალეობები:

  • სამშენებლო სამუშაოების ორგანიზება და შესრულების უზრუნველყოფა;
  • მშენებლობის გეგმა-გრაფიკის შედგენა/შესრულება;
  • სამშენებლო პროცესის კონტროლი საპროექტო დოკუმენტაციის და დადგენილი ნორმების შესაბამისად;
  • საპროექტო დოკუმენტაციის წარმოება;
  • სამშენებლო მასალების ხარისხის და რაოდენობის კონტროლი;
  • პროექტის რისკების ანალიზი და მათი პრევენცია;
  • სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის წარმოება;
  • სამშენებლო ობიექტზე უსაფრთხოების ნორმების ცოდნა/დაცვა;
  • ხელმძღვანელ პირებთან ანგარიშგებების წარმოება

აუცილებელი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სამშენებლო/საინჟინრო მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, Autocad, Archicad)
  • ინგლისური ან რუსული ენების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად;
  • სასურველია სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება

თუ აკმაყოფილებთ აღნიშნულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე info@terrassagroups.com და დასახელებაში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!