ექსპედიტორი - რეზერვი

ფუდსერვისი
დისტრიბუცია
თბილისი
ვაკანსია
25-03
25-04
450-550


სადისტრიბუციო კომპანია "ფუდსერვისი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების "DANONE"-ის, "SADIA"-ს და ასევე საკუთარი ბრენდის SUPREMO-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

კომპანია "ფუდსერვისი" აცხადებს ვაკანსიას რეზერვი ექსპედიტორის ("დასტავკა") პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ორხევის დასახლება, თ. ჩანტლაძის 40

ანაზღაურება: სტაჟირების პერიოდში - 450 ლარი; შემდეგ ფიქსირებული 550 ლარი + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

  • სავაჭრო ობიექტისთვის პროდუქციის მიწოდება და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება;
  • პროდუქციის უვნებლად და დაუზიანებლად ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
  • სავაჭრო ობიექტიდან პროდუქციის დაბრუნების შემთხვევაში საქონლის სწორად მითვლა და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება.
  • ობიექტიდან დაბრუნებული პროდუქციის საწყობისთვის სწორად მითვლა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • კომუნიკაბელურობა
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@gfs.ge

გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 25 აპრილი.