სამეურნეო სამსახურის მენეჯერი

ელთიბი
მენეჯერი
თბილისი
ვაკანსია
25-03
25-04


კომპანია "ელთიბი" აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო სამსახურის მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია "ელთიბი" წარმოადგენს ავეჯის მასალების იმპორტიორ ლიდერ კომპანიას. კომპანია "ელთიბი"-ს აქვს საკუთარი მაღაზიები/მომსახურება და საქართველოს მასშტაბით დილერთა ფართო ქსელი, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი და ხარისხიანი ასორტიმენტი, კომპანია ორიენტირებულია კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სამშენებლო სამუშაოების კონტროლი (საპროექტო დოკუმენტაციის კითხვა და ნახაზების მიხედვით მონიტორინგი)
  • კომპანიის ინფრასტრუქტურის გამართულობის უზრუნველყოფა და მიმდინარე სარემონტო სამუშაოების ორგანიზება
  • ტექნიკური მხარდაჭერისთვის მარაგების საჭიროების დადგენა
  • ურთიერთობის განვითარება სამეურნეო მარაგების მომწოდებლებთან
  • ყოველდღიური სამუშაო პროცესის მართვა
  • სამეურნეო ინვენტარის შეკეთების უზრუნველყოფა
  • კომპანიის სარემონტო/შესაკეთებელ სამუშაოებში ჩართვა და სწრაფად მოგვარების უზრუნველყოფა
  • წლიური ბიუჯეტის შედგენა და ხარჯვის კონტროლი.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება
  • მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე
  • შედეგზე და ხარისხზე ორიენტირება
  • გუნდური მუშაობა და მხარაჭერაზე ორიენტირება.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - vacancy@ltb.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "სამეურნეო სამსახურის მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კომპანია ელთიბი-ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ელთიბის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.