მაღაზიის მენეჯერი

ყავის ქარხანა „მეამა“
მენეჯერი
ბათუმი
ვაკანსია
25-03
25-04
1200 + ბონუსი


ყავის ქარხანა "მეამა" თავის გუნდში იწვევს მოტივირებულ, მიზანდასახულ და აქტიურ კანდიდატებს, ბათუმის სივრცის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:

  • მაღაზიის პერსონალის ეფექტური მართვა და შესრულებული სამუშაოს კონტროლი;
  • მაღაზიაში პროდუქციის მარაგისა და ასორტიმენტის დროულად მიღების, სავაჭრო დარბაზში განთავსების და დასაწყობების კონტროლი;
  • ყოველთვიური გაყიდვების გეგმის მიღწევის ორგანიზება, გაყიდვების ამსახველი ანგარიშის წარმოება;
  • ყოველდღიური სალარო ოპერაციების და უსაფრთხოების ზომების შესაბამისობის კონტროლი;
  • მაღაზიაში მიმდინარე ოპერაციების ყოველდღიური აღრიცხვა, კოორდინაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • გუნდის მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა.

ანაზღაურება: 1200 ლარი (ფიქსირებული, NET) + ბონუსები.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, ელ. მისამართზე: career@meama.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ - "მაღაზიის მენეჯერი - ბათუმი".

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 15 აპრილი, 2021 წ.

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისდ, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "მეამა"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამომგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!