ბარისტა

ყავის ქარხანა „მეამა“
ბარისტა
ბათუმი
ვაკანსია
25-03
25-04
600 + ბონუსი


ყავის ქარხანა "მეამა" "Meama Collect"-ის გუნდში იწვევს მოტივირებულ და აქტიურ ახალგაზრდებს, კომპანიის ინოვაციურ და საინტერესო პროდუქტებზე სამუშაოდ.

ვეძებთ ახალგაზრდებს, რომლებსაც აინტერესებთ მრავალფეროვან პროდუქტებთან მუშაობა და უყვართ ხალხთან კომუნიკაცია.

პოზიცია: ბარისტა (ბათუმი)

"მეამა" გთავაზობთ:

  • კომფორტულ სამუშო გრაფიკს (ცვლების მიხედვით კვირაში 40 სთ);
  • კონკურენტულ ანაზღაურებას (600 ლარი ფიქსირებულ + ბონუსები);
  • საბოლოო ეტაპზე შერჩეული კანდიდატების პროფესიული გადამზადება "მეამას" პროდუქტების და მუშაობის სტანდარტების შესაბამისად.

კანდიდატის ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები იქნება:

  • ცხელი და ცივი ყავის სხვადასხვა სახეობის სასმელების მომზადება;
  • "მეამას" პროდუქტების დეტალური ცოდნა და მომხმარებლისთვის სასურველი პროდუქტის შერჩევა;
  • ობიექტზე მიმდინარე სალარო ოპერაციების შესრულება.

მოთხოვნები:

  • მნიშვნელოვანია კანდიდატს ჰქონდეს გამართული და დამაჯერებელი მეტყველების უნარი;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებული და პუნქტუალური;
  • საბაზისო დონეზე საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ბარისტად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, ელ. მისამართზე: career@meama.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ - "ბარისტა - ბათუმი".

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 15 აპრილი.

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "მეამა"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!