დარბაზის ადმინისტრატორი

ზღაპარი
გაყიდვები
თბილისი ზესტაფონი
ვაკანსია
29-03
29-04


მაღაზიათა ქსელ "ზღაპრის" გუნდი გამოირჩევა მოტივირებული, შრომისმოყვარე და სტაბილური გუნდით.

ამ ეტაპზე ჩვენ გუნდის კიდევ ერთ წევრს ვეძებთ დარბაზის ადმინისტრატორის პოზიციაზე თბილისსა და ზესტაფონში.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • პროდუქციაზე ფასმაჩვენებლების კონტროლი.
  • განლაგებული პროდუქციის სისწორის კონტროლი.
  • პროდუქციის აღწერაში მონაწილეობის მიღება.
  • წესრიგისა და სისუფთავის დაცვის კონტროლი.
  • საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის მიღება მომწოდებლებისაგან.
  • სავაჭრო დარბაზში პერსონალის ქცევის კონტროლი.

მოთხოვნები:

  • სავალდებულოა გამოცდილება ანალოგიურ სფეროში (ადმინისტრატორის, მოლარის, კონსულტანტის პოზიციაზე)
  • სავალდებულოა ოფის-პროგრამების ფლობა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • სწრაფი აზროვნების უნარი.
  • დაკვირვების უნარი.
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი.
  • გუნდის მართვის უნარი.

სამუშაო პირობები:

გრაფიკი: სრული(ცვლები) 08:00-16:00 ან 16:00-24:00.

დასვენების დღე: კვირაში ერთი.

სამუშაო ადგილმდებარეობიდან მოშორებით მანძილზე მცხოვრებ პირებს ღამის ცვლის დასრულებისას საცხოვრებელთან მიყვანას უზრუნველყოფს კომპანია.

აღნიშნული პოზიციით დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ ფოსტაზე: hr@zgapari.ge არაუგვიანეს 2021 წლის 25 აპრილისა. სათაურის ველში მიუთითეთ სასურველი ფილიალი და ვაკანსიის დასახელება.

"ზღაპრის" გუნდი გისურვებთ წარმატებებს და გელის შენც!