ფილიალის მენეჯერი

ზღაპარი
მენეჯერი
თბილისი ქუთაისი
ვაკანსია
29-03
29-04


"ზღაპარი" ყველაზე პოზიტიური, შრომისმოყვარე ადამიანების დასაქმების ადგილია.

შემოგვიერთდით, ჩვენ ვაცხადებთ ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.

გახდით ჩვენი გუნდის წარმატებული წევრი, ერთად შევქმნათ წარმატება.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მაღაზიის ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შექმნა;
  • სავაჭრო დარბაზში არსებული პროდუქციის განლაგების კონტროლი;
  • არსებული ფასმაჩვენებლების კონტროლი;
  • არსებული ნაღდი ფულის და უნაღდო ტრანზაქციების შედარება რეალიზებული პროდუქციის ღირებულებასთან;
  • სარეალიზაციო პროდუქციის შეკვეთა პროგრამულად მომწოდებლებთან სტანდარტების დაცვით;
  • საჭიროების შემთხვევაში მომწოდებლებისაგან მიღებული პროდუქციის მიღება სტანდარტების დაცვით;
  • მაღაზიის მომსახურე პერსონალის დღის რეჟიმის დაგეგმვა, შესრულების კონტროლი;
  • ადმინისტრატორების მიერ განხორციელებული საქმიანობის კონტროლი;
  • საჭიროების შემთხვევაში მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
  • წარმოქმნილი ტექნიკური შეფერხებების აღმოჩენისა და აღმოფხვრის უნარი;
  • პოტენციურ დასაქმებულთან მოლაპარაკებების წარმართვისა და შეთანხმების უნარი;
  • საჭიროების შემთხვევაში დასაქმებულთათვის საქმიანობის სწავლების უნარი;
  • აქტიური კომუნიკაცია დაქვემდებარებულ პირებთან;
  • მომხმარებელთათვის სრულყოფილი მომსახურეობის მიწოდების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია კომპიუტერული პროგრამების ფლობა;
  • სასურველია პროგრამა აპექსის ფლობა;
  • აუცილებელია სამუშაო გამოცდილება მაღაზიის მენეჯერის ან ადმინისტრატორის პოზიციაზე;
  • აუცილებელია მენეჯერი იყოს ობიექტური, კეთილგანწყობილი, კომუნიკაბელური, თავაზიანი თანამშრომელთა და მომხმარებელთა მიმართ.

სამუშაო პირობები:

გრაფიკი სრული: ორშაბათი- პარასკევი 10:00-19:00 და შაბათი 10:00-14:00 ჩათვლით

ანაზღაურება: ურთიერთშეთანხმებით კვალიფიკაციის მიხედვით.

ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ ავტობიოგრაფია (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@zgapari.ge არაუგვიანეს 2021 წლის 10 აპრილისა მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ფილიალის მენეჯერი" და სასურველი ქალაქი (თბილისი ან ზუგდიდი).

გისურვებთ წარმატებას!