საკრედიტო ოფიცერი
კრისტალი
ფინანსები
დედოფლისწყარო წნორი
ვაკანსია
31-03
01-05
ფინანსები
დედოფლისწყარო წნორი
ვაკანსია
31-03
01-05
ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ოფიცრის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილმდებარეობა: წნორი, დედოფლისყარო
"კრისტალი" ქვეყანაში წამყვანი ფინანსური ჩართულობის კომპანია და არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც საქართველოს მასშტაბით მართავს 310 მლნ ლარის მოცულობის სასესხო პორტფელს, დასაქმებული ჰყავს 1, 000-ზე მეტი თანამშრომელი, ოპერირებს 50-მდე ფილიალით და ემსახურება 100, 000-ზე მეტ მომხმარებელს.
"კრისტალი" გთავაზობთ:
- პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
- საუკეთესო სამუშაო პირობებს.
ძირითადი მოვალეობები:
- მიკრო-სესხების, მათ შორის აგრო, ბიზნეს და სამომხმარებლო სესხების დამუშავება/გაცემა;
- პოტენციური მომხმარებლების მოძიება;
- არსებული და პოტენციური კლიენტებისთვის საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტების შეთავაზება;
- სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებების დაგეგმვა და/ან მონაწილეობა;
- პოტენციურ კლიენტებთან ჩაღრმავებული ინტერვიუს ჩატარება;
- განაცხადის შევსება და მომხმარებლის შესაბამის პროგრამაში რეგისტრაცია;
- მიღებული ინფორმაციის სხვადასხვა წყაროებით გადამოწმება;
- მიღებული ინფორმაციის ანალიზი;
- სესხის უზრუნველყოფის შეფასება;
- დამუშავებული ინფორმაციის კომიტეტზე წარდგენა;
- კომიტეტის გადაწყვეტილების კლიენტისთვის გაცნობა;
- შესაბამისი ხელშეკრულების მომზადება და კლიენტისთვის გაცნობა;
- სესხის გაცემის პროცესის უზრუნველყოფა;
- კლიენტთან დაკავშირებული მთლიანი დოკუმენტაციის მოწესრიგება და შენახვა;
- გაცემული სესხის მიზნობრიობის შესრულების მეთვალყურეობა და კონტროლი;
- კლიენტების მიერ გრაფიკის შესაბამისად გადახდების კონტროლი;
- ვადაგადაცილებულ სესხებზე მუშაობა და დაფარვის უზრუნველყოფა;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება, კომპანიის მიზნებიდან გამომდინარე;
- საკრედიტო პორტფელის ზრდასა და ხარისხზე ზრუნვა.
საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
- ფინანსური მათემატიკის, ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა (სასურველია);
- მცირე ბიზნესისა და რეგიონის მომხმარებელთა ბაზრის ცოდნის სათანადო დონე (სასურველია);
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
- ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული;
- გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
- რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე რუსული/აზერბაიჯანული ენების ცოდნა.
დაინტერესებულ პირებს 2021 წლის 25 აპრილს ჩათვლით შეუძლიათ შეავსონ თანდართული სააპლიკაციო ფორმა
მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე.