ოფისის მენეჯერი

ამბოლი
მენეჯერი
თბილისი
ვაკანსია
31-03
01-05


შპს "ამბოლი" წარმოადგენს "Georgia Capital PLC" (https://georgiacapital.ge) ჯგუფში შემავალ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში ავტონაწილებისა და საბურავების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: http://www.amboli.ge | http://www.facebook.com/amboli.ge

"ამბოლი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • შემომავალი და გამავალი კორესპონდენციის და დოკუმენტაციის მართვა-ადმინისტრირება;
  • საფოსტო-საკურიერო სამსახურთან ურთიერთობა და გზავნილების ადმინისტრირება;
  • ოფისის კორპორატიულ იერსახეზე ზრუნვა;
  • ოფისში დაგეგმილი შეხვედრების, პრეზენტაციების, გასაუბრებების ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
  • ოფისის საკანცელარიო, ტექნიკური/სამეურნეო ნივთებით უზრუნველყოფა;
  • ოფისის სამუშაო პირობებისა და ფუნქციონირების ხელშეწყობა;
  • ელ. ფოსტის სისტემატური შემოწმება და ოპერატიულად რეაგირება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • აუცილებელია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
  • მნიშვნელოვანია ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • მნიშვნელოვანია MS Office-ის პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

  • კეთილგანწყობილება და თავაზიანობა;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@amboli.ge 2021 წლის 13 აპრილის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - "ოფისის მენეჯერი".

კომპანია "ამბოლში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ამბოლის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.