ელექტრონული კომერციის ხელმძღვანელი

ორი ნაბიჯი
ადმინისტრაცია
თბილისი
ვაკანსია
01-04
01-05


მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას ელექტრონული კომერციის ხელმძღვანელის პოზიციაზე

ძირითადი ფუნქციები:

  • ელექტრონული კომერციის მიმართულების დანერგვა, მართვა და განვითარება;
  • last mile delivery სისტემის დანერგვა, მართვა და განვითარება;
  • ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირებისთვის ბაზრის ტენდენციების მუდმივი კვლევა;
  • ლოიალურობის სისტემის მართვა და განვითარება.

ვაკანსიის მოთხოვნები:

  • ელექტრონული კომერციის ( e-commerce ) მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • თანამედროვე ტექნოლოგიების, ელექტრონული მარკეტინგის და სოციალური მედიის მიმართულებით  მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
  • ბაზრის კვლევისა და ანალიზის ტექნიკების თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: HR@orinabiji.ge    

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ელექტრონული კომერციის ხელმძღვანელი

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 18 აპრილი, 2021 წელი

მაღაზიათა ქსელი „ორი ნაბიჯ“- ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ „ორი ნაბიჯ“- ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

ორი ნაბიჯი  მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!