საგადახდო სისტემის მხარდაჭერის ჯგუფის სპეცილისტი

ოპპა
სპეციალისტი
თბილისი
ვაკანსია
06-04
06-05


სს ოპპა ფინანსურ - ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს მომხმარებლებს სწრაფი გადახდის სერვისებს, როგორიცაა ელექტრონული საფულე www.oppa.ge და PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალები. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე, სიმარტივე და ხარისხი ჩვენი მთავარი ღირებულებებია. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 300-ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება.

შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად!

სს "ოპპა" აცხადებს ვაკანსიას საგადახდო სისტემის მხარდაჭერის ჯგუფის სპეცილისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მონაცემთა ბაზიდან ინფორმაციის ანალიზი და დამუშავება;
  • სისტემის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • ინციდენტების აღრიცხვა და ანალიზი;

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ტრანზაქციულ მონაცემთა ბაზასთან მუშაობის გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება IT მიმართულებით; დამამთავრებელი კურსის სტუნდენტი;

დამატებითი მოთხოვნები:

  • სისტემის მონიტორინგის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • პროგრამირების საფუძვლების ცოდნა.
  • Windows/Linux სერვერებთან მუშაობს გამოცდილება;
  • IT სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;

უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობა.

ჩვენ გთავაზობთ მეგობრულ, არაფორმალურ და კომფორტულ სამუშაო გარემოს, სადაც ყოველდღიურად შეძლებ იმუშაო ტექნოლოგიურ სიახლეებზე განვითარდე და მოახდინო საკუთარი თავისა და შესაძლებლობების სრული რეალიზაცია.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე მისამართზე career@oppa.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს.

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"- მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.

სს “ოპპას” შერჩევის პროცესი თავისუფალია ყველა სახის დისკრიმინაციისგან, ითვალისწინებს და აკმაყოფილებს პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებს და მოქმედებს დიკრიმინაციის აკრძალვის ფარგლებში.  გამოხატული დისკრიმინაციის შემთხვევაში შეგიძლია მოგვმართოთ ცხელ ხაზზე: 2 303 308.