სტაჟიორი ქოლ-ცენტრის ოპერატორი

სადაზღვევო კომპანია ალდაგი
ქოლ ცენტრის ოპერატორი
თბილისი
სტაჟირება
06-04
06-05


სს სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე, ქოლ ცენტრის სამსახურში.

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, მიცკევიჩის 56

სამუშაო გრაფიკი: დღის და ღამის ცვლა (კვირაში 5 სამუშაო დღე, 40 სამუშაო საათი)

დასაქმების ხანგრძივობა: 6-12 თვე

ძირითადი მოვალეობები:

  • კლიენტთან სატელეფონო კომუნიკაცია მომსახურების სტანდარტების დაცვით;
  • დაზღვეულისგან მიღებული ინფორმაციის ასახვა პროგრამაში;
  • კლიენტებისთვის სხვადასხვა საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება და საჭიროების შემთხვევაში გადამისამართება;
  • შემოსული ზარების და პირველადი ინფორმაციის მიღება სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შესახებ და შეტყობინების პროგრამული ასახვა;
  • ნებისმიერ სადაზღვევო პროდუქტზე ინფორმაციის მიწოდება კლიენტისათვის.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • სასურველია მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე;
  • საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
  • რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;

პიროვნული უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ინფორმაციის გადმოცემის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  • სწრაფად აზროვნების უნარი;
  • ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - სტაჟირება/ქოლ-ცენტრის ოპერატორი

სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.