ხარისხის კონტროლის უმცროსი სპეციალისტი

ორი ნაბიჯი
სპეციალისტი
თბილისი
ვაკანსია
07-04
07-05
700


მაღაზიათა ქსელი „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ვაკანსიას ხარისხის კონტროლის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.

სამუშაო საათები:  ცვლებში, კვირაში 6 დღე

ანაზღაურება: 700 ლარი

სამუშაო ადგილი:  ცენტრალური საწყობი, აღმაშენებლის ხეივანი მე-6 კილომეტრი

ძირითადი ფუნქციები

  • შესამოწმებელი პროდუქციის გადმოტვირთვაში მონაწილეობის მიღება;
  • პროდუქციის ხარისხის შემოწმების პროცესში ჩართულობა;
  • პროდუქციის შემოწმების შემდეგ შესაბამის პუნქტამდე გადატანის უზრუნველყოფა;
  • ხარისხის კონტროლის მენეჯერის დახმარება სხვადასხვა სამუშაო პროცესებში.

ვაკანსიის მოთხოვნები

  • დეტალებზე ორიენტირებული
  • პუნქტუალური
  • პასუხისმგებლიანი
  • კეთილსინდისიერი

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.მისამართზე HR@orinabiji.ge

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 27 აპრილი, 2021 წელი

მაღაზიათა ქსელი „ორი ნაბიჯ“  - ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ „ორი ნაბიჯ“  - ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.