მოლარე-ოპერატორი

აგრონომი
გაყიდვები
თბილისი
ვაკანსია
07-04
07-05
600


შპს "აგრონომი" წარმოადგენს პესტიციდების, მინერალური სასუქებისა და სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებელი მცირე ტექნიკის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ იმპორტიორ კომპანიას საქართველოში. კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის გასაგებად, გთხოვთ, გადადით ბმულზე: http://www.agronom.com.ge/

შპს "აგრონომი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაოს პირობები:

სამუშაოს ადგილი: ბოლნისი, სულხან საბას 171ა

სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში ერთი დასვენების დღე)

ანაზღაურება: 600 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სალარო ოპერაციების შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება (შემოსავლის/გასავლის ორდერი, გადახდის ქვითარი)
  • მომხმარებლისთვის სწრაფი და ეფექტური მომსახურების გაწევა
  • სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი
  • დღის ბოლოს წარმოებული ოპერაციების დოკუმენტაციისა და პროგრამული მონაცემების შედარება და სისწორის უზრუნველყოფა
  • მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა, არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება
  • სასურველია კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარები:

  • გამართული მეტყველება,
  • პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი,
  • გუნდურობა,
  • ორგანიზებულობა,
  • პრეზენტაბელურობა,
  • კომუნიკაბელურობა,
  • პუნქტუალურობა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • მეგობრულ და სასიამოვნო გარემოს
  • სტაბილურ სამსახურსა და კომპეტენტურ, მზარდ ანაზღაურებას
  • ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@agronom.com.ge არაუგვიანეს 2021 წლის 7 მაისისა. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "მოლარე-ოპერატორი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ვაკანსია არ განიხილება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, CV-ების გადარჩევის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

კომპანია "აგრონომი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!