ბრენდ მენეჯერი

იმპექსფარმი
მენეჯერი
თბილისი
ვაკანსია
21-04
21-05


სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ სწრაფად მზარდი ქსელია, რომელიც წარმოდგენილია მთელი საქართველოს მასშტაბით და მოიცავს 100-მდე თანამედროვე კონცეფციის აფთიაქებს. ქსელის დამფუძნებელ კომპანიას შპს „იმპექსფარმს“ ფარმაცევტულ ბაზარზე აქვს წარმატებით ფუნქციონირების 20 წლიანი გამოცდილება.

დღესდღეობით, კომპანია ახორციელებს ექსკლუზიური მედიკამენტების, სამედიცინო ტექნიკის, კოსმეტიკის, კანისა და თმის მოვლის საშუალებების იმპორტს მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნიდან. "იმპექსფარმი“ თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან 100-ზე მეტ მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიასთან, რომლებიც საერთაშორისო ფარმაცევტული სტანდარტით (GMP) აწარმოებენ მედიკამენტებს. კომპანია ფლობს საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატს - ISO 9001:2015.

„იმპექსი“ სწრაფად მზარდი ქსელია, რომელიც აერთიანებს 1000-ზე მეტ დასაქმებულს.

კომპანია აცხადებს ბრენდ მენეჯერის ვაკანსიას

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

  • ბაზრის ანალიზი - პარაფარმაციის ბაზრის ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი;
  • მომწოდებლებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობა კომპანიის ინტერესების გათვალისწინებით;
  • პორტფელში არსებული ადგილობრივი მომწოდებლების ბრენდების შეკვეთების დამუშავება და შერჩეული ასორტიმენტის დროული მოწოდების უზრუნველყოფა, წარმომადგენლებთან რეგულარული კომუნიკაცია საუკეთესო პირობების მისაღწევად;
  • პორტფელში არსებული ბრენდების რეალიზაციის მუდმივი ანალიზი, მოკლე და გრძელვადიანი გეგმების შემუშავება (გაყიდვებისა და შესყიდვების პროგნოზირება) კორპორაციული მიზნების, რეალიზაციის, მარჟის და სასურველი მოგების მაჩვენებლების მისაღწევად;
  • პორტფელში არსებულ მომწოდებლის ბრენდებზე აქციებით, სარეკლამო და მომსახურებით მიღებული დამატებითი შემოსავლების კონტროლი, დოკუმენტაციის წარმოება;
  • მარაგების მართვა, ვადების კონტროლი, მოკლე ვადიანი და ვადაგასული პროდუქციის უკან დაბრუნების პროცესის წარმართვა;
  • პროდუქციის ფასების/ღირებულების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება ბაზარზე კონკურენტი ბრენდების ფასების კონტროლის საფუძველზე;
  • კომპანიის ექსკლუზიური და პრიორიტეტული ბრენდების კონკურენტების აქტივობების მუდმივი ანალიზი ბრენდების დიფერენცირების მიზნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება - ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
  • მინიმუმ 3  წლიანი სამუშაო გამოცდილება ;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
  • რუსული და ინგლისური ენის ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი,
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გამართული მეტყველებისა და წერის უნარი;
  • ორგანიზებულობა და პუნქტუალობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV-ები შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancy@myimpex.ge გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გაცნობებთ, რომ შპს „იმპექსფარმი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

 ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 6 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავებ ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

გისურვებთ წარმატებებს!