ქოლ ცენტრის ოპერატორი

იმპექსფარმი
ქოლ ცენტრის ოპერატორი
თბილისი
ვაკანსია
21-04
21-05


სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ სწრაფად მზარდი ქსელია, რომელიც წარმოდგენილია მთელი საქართველოს მასშტაბით და მოიცავს 100-მდე თანამედროვე კონცეფციის აფთიაქებს. ქსელის დამფუძნებელ კომპანიას შპს „იმპექსფარმს“ ფარმაცევტულ ბაზარზე აქვს წარმატებით ფუნქციონირების 20 წლიანი გამოცდილება.

დღესდღეობით, კომპანია ახორციელებს ექსკლუზიური მედიკამენტების, სამედიცინო ტექნიკის, კოსმეტიკის, კანისა და თმის მოვლის საშუალებების იმპორტს მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნიდან. "იმპექსფარმი“ თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან 100-ზე მეტ მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიასთან, რომლებიც საერთაშორისო ფარმაცევტული სტანდარტით (GMP) აწარმოებენ მედიკამენტებს. კომპანია ფლობს საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატს - ISO 9001:2015.

„იმპექსი“ სწრაფად მზარდი ქსელია, რომელიც აერთიანებს 1000-ზე მეტ დასაქმებულს.

სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ აცხადებს ვაკანსიას  ქოლ ცენტრის ოპერატორის თანამდებობაზე.

სამუშო ადგილი: თბილისი

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის ცხელ ხაზზე შემომავალ ზარებზე დროულად და ხარისხიანად პასუხის გაცემა, სრულყოფილი ინფორმაციის გაზიარება მომხმარებლისთვის საინტერესო კითხვებზე;
  •  მომხმარებლისთვის სააფთიაქო ქსელში მიმდინარე აქციებსა და ფასდაკლებებზე ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, გაყიდვების ხელშეწყობა;
  • „იმპექსის“ Facebook და Instagram გვერდებზე შემოსულ პირად შეტყობინებებსა და განთავსებული სარეკლამო პოსტების კომენტარებზე დადგენილ ვადაში პასუხის გაცემა;
  • მომხმარებლის   სატელეფონო და სოციალური ქსელების მეშვეობით მომსახურება კომპანიის მომსახურების სტანდარტის ზუსტი დაცვით;
  • მომხმარებლის მხრიდან შემოსული საჩივრების დროული  იდენტიფიცირება კომპანიაში დადგენილი სტანდარტის მიხედვით, შესაბამის სამსახურთან გადამისამართება;
  • საჭიროებისამებრ, კომპანიის მიერ დაგეგმილ ტრენინგებსა და კონფერენციებზე დასწრება;
  • მომხმარებელთა კმაყოფილებასა და ლოიალურობის მოპოვება/შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ მოცემული დავალებების დადგენილ ვადებში შესრულება.

 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ფარმაცევტული განათლება;
  • სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ქოლ-ცენტრში ან/და მომსახურების სფეროში;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
  • მომხმარებელთან ურთიერთობის გამოცდილება;
  • სასურველია უცხო ენების  ცოდნა  (ინგლისური და  რუსული);

პიროვნული მახასიათებლები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გამართული მეტყველებისა და წერის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა და პუნქტუალობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე(CV) შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancy@myimpex.ge . გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გაცნობებთ, რომ შ.პ.ს. „იმპექსფარმი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 6 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავებ ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

გისურვებთ წარმატებებს!