საწყობის მიმღები

ნიკორა ტრეიდი
საწყობი
თბილისი
ვაკანსია
22-04
22-05
550-750 + ბონუსი


სს „ნიკორა ტრეიდი“ - ბაზარზე  მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი, რომლის შემადგენლობაში შედის  „ნიკორა სუპერმარკეტის“ და „ლიბრეს“ სავაჭრო ობიექტები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 300-ზე მეტ სავაჭრო ფილიალს საქართველოს მასშტაბით და არის ერთ-ერთი სტაბილური დამსაქმებელი საქართველოს ბაზარზე.

კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება,  სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება.  ჩვენი  გუნდი  6000-ზე მეტ  თანამშრომელს  აერთიანებს.

სს „ნიკორა ტრეიდი“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის მიმღების პოზიციაზე ქ. თბილისში.

სამუშაო გრაფიკი:

  • ორშაბათი - პარასკევი 09:00-18:00 საათამდე
  • შაბათი - 09:00-16:00 საათამდე
  • კვირა - დასვენება.

ანაზღაურება:

550-750 ლარი (ფილიალის ფორმატიდან გამომდინარე) + ბონუსი

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ფილიალში შემოსული პროდუქციის მიღება, ყველა საჭირო წესის დაცვით დასაწყობება და პროგრამული უზრუნველყოფა;
  • საწყობში არსებული პროდუქციის მარაგისა და ხარჯვის რეგულარული კონტროლი;
  • საწყობში არსებული პროდუქციის ვადების კონტროლი;
  • ფილიალში მიმდინარე აღწერაში მონაწილეობა;
  • საჭიროებისამებრ, ფილიალის სივრცის  პროდუქციით მომარაგება.

ჩვენ გთავაზობთ

  • კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს;

გახდი  ჩვენი  გუნდის წევრი 

გამოგზავნე შენი მონაცემები ელექტრონულ ფოსტაზე: anketa@nikoratrade.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითე ვაკანსიის დასახელება ,,საწყობის მიმღები’’.

ან  დაგვიკავშირდი ნომრებზე +995 591 04 08 48; +995 591 04 08 40

შემოდი ჩვენს Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/nikoracareer/ და შეავსე განაცხადი ან მოგვწერე პირად შეტყობინებაში;

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის  ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის   ეწვიეთ ჩვენს გვერდს http://nikora.ge/

გისურვებთ წარმატებას!