მძღოლი

ფუდსერვისი
მძღოლი
თბილისი
ვაკანსია
23-04
23-05


სადისტრიბუციო კომპანია "ფუდსერვისი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების - "Danone"-ს, "Sadia"-ას და ასევე, საკუთარი ბრენდის - "Supremo"-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

კომპანია "ფუდსერვისი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

  • სავაჭრო ობიექტისთვის პროდუქციის მიწოდება და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება;
  • პროდუქციის უვნებლად და დაუზიანებლად ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
  • სავაჭრო ობიექტიდან პროდუქციის დაბრუნების შემთხვევაში საქონლის სწორად მითვლა და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება.
  • ობიექტიდან დაბრუნებული პროდუქციის საწყობისთვის სწორად მითვლა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მანქანის მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
  • აუცილებელია მართვის მოწმობა B, C კატეგორია.
  • განათლება: საშუალო/უმაღლესი.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • დისციპლინირებულობა
  • სტრესულ გარემოში მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@gfs.ge და გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება.