Sigvaris-ის ბრენდ მენეჯერი

ახალი ხედვა
მენეჯერი
თბილისი
ვაკანსია
26-04
26-05


სამედიცინო კომპანია "ახალი ხედვა" არის პირველი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი საქართველოში, რომელიც ახორციელებს ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიურ და სამედიცინო მოვლის საგნების რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით. პროდუქცია იყიდება საკუთარ ორთოპედიულ მაღაზიებში, ასევე აფთიაქებსა და სამედიცინო დაწესებულებებში.

"Sigvaris" ვარიკოზული ვენების სამკურნალო და საპროფილაქტიკო წინდების მწარმოებელი შვეიცარიული კომპანიაა, 150 წლიანი გამოცდილებით. იგი დაარსების დღიდან გლობალური ბაზრის ლიდერია სამედიცინო კომპრესიული ტრიკოტაჟის წარმოებაში. კომპანია "სიგვარისი" ძირითად სამედიცინო პროდუქციასთან ერთად მომხმარებელს სთავაზობს პროფილაქტიკურ და ყოველდღიური მოხმარების ელასტიურ წინდებს. "ახალი ხედვა" 2018 წლიდან კომპანიის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში

სამედიცინო კომპანია "ახალი ხედვა" აცხადებს ვაკანსიას "Sigvaris"-ის ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე.

მოვალეობები:

  • ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემოს შეფასება
  • პროდუქტების განვითარების, ასორტიმენტის გაფართოვების, გაყიდვების და მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა;
  • პროდუქტების საფასო სტრატეგიის შემუშავება,
  • პროდუქციის პლანოგრამების გაკეთება და მონიტორინგი ქსელის წარმომადგენლებთან ერთად;
  • გაყიდვების ჯგუფისთვის კოორდინაციის გაწევა რეალიზაციის ზრდის მიზნით;
  • ბრენდინგის პროცესში მონაწილეობა, ყველა სარეკლამო აქტივობებში ბრენდის იმიჯის და იდენტურობის დაცვა, უზრუნველყოფა;
  • გაყიდვების სტიმულირებისთვის შესაბამისი მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება და შემდგომი ანალიზი;
  • მუდმივი კოორდინირებული მუშაობა პროდუქტის განვითარებისა და პრომოუშენისათვის;
  • მარკეტინგის სამსახურში მიმდინარე პროექტებში ჩართულობა და პროექტების მართვა;
  • შესყიდვების უზრუნველყოფა - მომწოდებლებთან ურთიერთობა და პროდუქციის დროული მოწოდების უზრუნველყოფა;
  • წლის სტრატეგიის მიხედვით მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და ბიუჯეტის შედგენა;
  • გაყიდვების ანალიზი მარკეტინგულ აქტივობასთან მიმართებაში;
  • ფინანსური დოკუმენტაციის და კონტრაქტების ადმინისტრირება.
  • იმპორტთან დაკავშირებული ფინანსური და იურიდიული დოკუმენტაციის მართვა/კონტროლი
  • საბაჟო სამსახურისათვის დოკუმენტაციის მომზადება და პროცედურების კონტროლი
  • იმპორტთან დაკავშირებული საკითხების მართვა და კოორდინაცია, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და მის სისწორეზე პასუხისმგებლობა;
  • პარტნიორ მომწოდებლებთან მუდმივი ურთიერთობა, პერიოდულად შეთანხმების/მოლაპარაკების პირობების განახლება/გაუმჯობესება
  • ასორტიმენტზე პრეზენტაციების მომზადება და თანამშრომლების დატრენინგება
  • მენეჯმენტთან ყოველკვირეული/ყოველთვიური რეპორტინგი
  • მიმდინარე და განხორციელებული კამპანიების შედეგობრივი ანალიზი;
  • სარეკლამო სააგენტოებთან ურთიერთობა.
  • დადგენილი KPI-ების კონტროლი და რეპორტინგი.
  • მარაგების მართვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა;
  • წლიური შესყიდვების და გაყიდვების დაგეგმვა და მის შესაბამისობაზე პასუხისმგებლობა;
  • პრომო აქციების დაგეგმარება და შემდგომი განხორციელება შესაბამის განყოფილებებთან კოორდინაციით;
  • კომპანიის მნიშვნელოვან კლიენტებთან კომპლექსური მოლაპარაკებების წარმოება, მათთან გრძელვადიანი ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა;
  • რეგულარული ვიზიტები სამედიცინო დაწესებულებებში, ორმაგი ვიზიტების განხორციელება, მრგვალი მაგიდების მოწყობა, პრეზენტაციების ჩატარება.

სხვა მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით
  • ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშოა გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა;
  • რუსულის და ინგლისური მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • სისწრაფე, ოპერატიულობა;
  • ინიციატივიანობა,
  • დისციპლინა;
  • დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • კეთილსინდისიერი და პასუხისმგებლობიანი;
  • შრომისმოყვარე, ორგანიზებული და მოტივირებული;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@akhalikhedva.ge და მიუთითოთ ვაკანსია - "ბრენდ მენეჯერი".

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, სივების გადარჩევის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.

შპს "ახალი ხედვა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!