ექსპორტის გაყიდვების მენეჯერი

თბილღვინო
გაყიდვები
თბილისი
ვაკანსია
26-04
26-05


"თბილღვინო" ქართული ღვინის მწარმოებელი წამყვანი კომპანიაა საქართველოში, რომლის პროდუქციასაც მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში იცნობენ, აფასებენ და ენდობიან.

"თბილღვინოს" ისტორია ათეულობით წელს ითვლის და ჯერ კიდევ გასული საუკუნიდან იწყება. 1962 წელს საქართველოში ყველაზე დიდი ღვინის საწარმო გაიხსნა, რომელიც 90 იან წლებში კერძო კომპანიად იქცა და მალევე დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი საერთაშორისო ბაზარზე.

"თბილღვინოს" გაშენებული ვენახების ფართობმა 306 ჰექტარს მიაღწია. ვენახებში გაშენებულია საფერავის ჯიშის ყურძენი და მდებარეობს ქინძმარაულისა და მუკუზნის მიკროზონებში. ჯამში, კახეთის რეგიონში, "თბილღვინოს" ვენახებში 350-მდე სამუშაო ადგილია შექმნილი.

"თბილღვინო" აცხადებს ვაკანსიას ექსპორტის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • გაყიდვების სტიმულირებისთვის შესაბამისი მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
  • მარკეტინგის გუნდთან ერთად ექსპორტზე ბრენდის განვითარებისთვის საჭირო აქტივობების დაგეგმვა განხორციელება;
  • პარტნიორებისაგან მომავალი წლის სავარაუდო საექსპორტო მოთხოვნების კონსოლიდაცია;
  • საექსპორტო მოთხოვნის შესაბამისად საკუთარი პორტფელის საექსპორტო გაყიდვების გეგმის შედგენა;
  • საკუთარი საექსპორტო გეგმის წარდგენა ხელმძღვანელთან, საჭიროების შემთხვევაში კორექტირება;
  • ყოველდღიური კორესპონდენციის წარმოება არსებულ პარტნიორებთან, მათგან შეკვეთების მიღება;
  • პარტნიორებისთვის პრეზენტაციების მომზადება და წარდგენა;
  • მიღებული შეკვეთების შესახებ ინფორმაციის დეტალიზაცია და შეკვეთების ჩაშვება მოსამზადებლად შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან;
  • არსებულ პარტნიორებთან კომუნიკაცია და საჭიროების შემთხვევაში არსებული საექსპორტო გაყიდვების გეგმის მოდიფიკაცია;
  • მნიშვნელოვან საექსპორტო არხებთან დამატებითი შეთავაზების განხორციელება, უკეთესი პირობების შეთავაზება და პარტნიორობის განმტკიცება კონტრაქტების გახანგრძლივებით;
  • არსებულ საექსპორტო ბაზრებზე ღვინის განვითარების ტენდენციების შესწავლა, შესაბამისად უკეთესი შეთავაზებების ფორმირება არსებული პარტნიორებისთვის;
  • Off Site და On Site მარკეტინგული აქტივობების, დეგუსტაციებისა და სხვა აქტივობების ინიცირება არსებული პარტნიორების გაყიდვების ზრდისთვის;
  • არსებულ პარტნიორებთან დაგეგმილი ფასდაკლებებისა და სხვა მარკეტინგული აქტივობების გამართულად განხორციელების უზრუნველყოფა;
  • ლოჯისტიკის კონტროლი და შეკვეთის დროულად მიღებისა და გადატვირთვის უზრუნველყოფა;
  • საექსპორტო მერჩენდაიზინგის სტანდარტების შემუშავება და პროდუქციის განთავსების მონიტორინგი კომპანიის პრინციპების შესაბამისად;
  • საექსპორტო პარტნიორებთან არსებული მარაგების გადამოწმება და შესაბამისად გაყიდვების გეგმის მოდიფიცირება;
  • კონტრაქტის შესაბამისად თანხის დროული ამოღების უზრუნველყოფა პარტნიორებისგან;
  • პრობლემური თანხების ამოღებისთვის შესაბამისი სამართლებრივი და სხვა სახის ღონისძიებების გატარება;
  • გაყიდვების შესახებ ყოველთვიური და კვარტალური ანგარიშის წარდგენა ხელმძღვანელთან;
  • ექსპორტის გაყიდვების ზრდის მიმართულებით დამატებით ფუნქციების შესრულება, რაც დაგეგმილი შედეგების მისაღებად არის საჭირო.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • გაყიდვების მიმართულებით 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების პროფესიულ დონეზე ცოდნა.

პროფესიული უნარები:

  • ქართულად, ინგლისურად და რუსულად გამართული წერისა და მეტყველების უნარი, (სასურველია ჩინური ენის ცოდნა);
  • პრეზენტაციების მომზადებისა და ჩატარების უნარი;
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • დროის მართვისა და შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი;
  • სტრესულ, ექსტრემალურ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  • დავალებების სწორად გადანაწილება;
  • პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა;
  • ეფექტური დელეგირების უნარი.

პიროვნული თვისებები:

  • ორგანიზებულობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობა;
  • ძლიერი ანალიტიკური აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • მოტივირებული, კრეატიული;
  • გამოსავლის ალტერნატიული გზების ძიების უნარი;
  • სიახლის ათვისების უნარი;
  • პუნქტუალური, სწრაფი;
  • მოქნილობა, მოხერხებულობა;
  • მივლინებებში გამგზავრების შესაძლებლობა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ღირებულებებზე დაფუძნებულ, ძლიერ კორპორატიულ კულტურაში მუშაობის შესაძლებლობას;
  • პროფესიული განვითარებისა და საექსპორტო გაყიდვებში გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობას;
  • სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • სხვა დამატებით ბენეფიტებს.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 23 მაისის ჩათვლით, ელექტრონულ მისამართზე: hr@tbilvino.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "თბილღვინომ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.