ონლაინ მაღაზიის ბრენდ მენეჯერი

სუფთა სახლი
მენეჯერი
თბილისი
ვაკანსია
31-05
30-06


მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" დაარსდა 2009 წელს. თავდაპირველად მაღაზიები მხოლოდ დედაქალაქში იხსნებოდა, თუმცა 2014 წლიდან ქსელმა მასშტაბური ზრდა დაიწყო და დღესდღეობით საქართველოს ყველა რეგიონულ ცენტრში არის წარმოდგენილი 172 ფილიალით.

"სუფთა სახლი" მომხმარებელს მრავალფეროვან პროდუქციას სთავაზობს. ნებისმიერ ფილიალში შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგი კატეგორიის პროდუქცია: პარფიუმერია; პირადი ჰიგიენის ნივთები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები; წვრილმანი საყოფაცხოვრებო ნივთები; ჭურჭელი, საკანცელარიო საქონელი. კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე მისაღები ფასი. სწორედ ამიტომ ჩვენს ქსელში ყოველთვიურად შეხვდებით ყველა კატეგორიაში არსებულ სააქციო პროდუქციას ბაზარზე ყველაზე დაბალ ფასად.

"სუფთა სახლში" მთელი საქართველოს მასშტაბით დასაქმებულია 1000-ზე მეტი თანამშრომელი და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა ძლიერი გუნდი, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას.

მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" აცხადებს ვაკანსიას ონლაინ მაღაზიის ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

სამუშაო განაკვეთი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

  • გაყიდვების დაგეგმვა შესყიდვების მენეჯერებთან ერთად (TV, Category week, events, etc);
  • პროდუქციის ყოველდღიური კალენდრის შექმნა მარკეტინგის განყოფილებასთან ერთად;
  • ყოველდღიურად გაყიდვების და მიტანის პროცესის კონტროლი,
  • საწყობის შევსების შეკვეთების უზრუნველყოფა;
  • პროდუქციის დაბრუნების პროცესის მართვა;

ყოველდღიური რეპორტების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია გამოცდილება ონლაინ გაყიდვების სფეროში;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ფლობა;
  • უცხო ენის ცოდნა აუცილებელია (ინგლისური, რუსული).

დამატებითი უნარები:

  • კომუნიკაბელური;
  • პასუხიმგებლიანი;
  • ორგანიზებული;
  • ენერგიული;
  • პუნქტუალური;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV მისამართზე: vacancy@clean-house.ge. გთხოვთ, მიუთითოთ სასურველი თანამდებობა "ონლაინ მაღაზიის ბრენდ მენეჯერი."

მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "სუფთა სახლი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებას!