უსაფრთხოების სამსახურის თანაშრომელი

ჰიპერმარკეტი Domino
დაცვა
თბილისი
ვაკანსია
15-07
15-09
500


შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წლის ივნისს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო“-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 50 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას. 
2015 წლის 23 მაისს შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგ“-მა გახსნა თავისი პირველი სამშენებლო ჰიპერმარკეტი ,,დომინო“, რომელიც განთავსებულია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ის ტერიტორიაზე.

ჰიპერმარკეტი "დომინო" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების სამსახურის თანაშრომლის პოზიციაზე ისთ ფოინთის ფილიალში.

ძირითადი მოვალეობები:

  • სავაჭრო ობიექტში წესრიგისა და უსაფრთხოების ოპერატიული უზრუნველყოფა;
  • სავაჭრო ობიექტის და მასში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების, ნებისმიერი დანაშაულებრივი ხელყოფისაგან დაცვის უზრუნველყოფა;
  • სავაჭრო ობიექტში პროდუქციის მიღების/გაშვების სისწორის კონტროლი;
  • ნებისმიერ კანონდარღვევაზე მყისიერი რეაგირება და ა.შ.; 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • დაცვის სამსახურში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
  • სავალდებულო სამხედრო სამსახურში მსახურობა;

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
  • პუნქტუალურობა;
  • დისციპლინირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

პირობები:

  • ხელფასი: 500 ლარი;
  • გრაფიკი: 2 დღიანი ცვლა; 09:00-22:00
  • ჯანმრთელობის დაზღვევა.

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს, პროფესიულად განვითარდეთ და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე vacancy@domino.com.ge

სათაურის  ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს !