IT სპეციალისტი

ჰიპერმარკეტი Domino
ინფორმაციული ტექნოლოგიები
თბილისი
ვაკანსია
27-04
27-05


შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წლის ივნისს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 50 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

2015 წლის 23 მაისს შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგ“-მა გახსნა თავისი პირველი სამშენებლო ჰიპერმარკეტი ,,დომინო“, რომელიც განთავსებულია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ის ტერიტორიაზე.

ჰიპერმარკეტი "დომინო" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტში IT  სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

  • ტერიტორიულად განაწილებული ობიექტების ტექნიკური მხარდაჭერა;
  • კონსულტაცია ტელეფონის საშუალებით და დისტანციური წვდომის პროგრამების მეშვეობით;
  • აუცილებლობის შემთხვევაში ობიექტებზე გასვლა;
  • Service desk სისტემაში მუშაობა (შემომავალი განცხადებების მიღება და დამუშავება).
  • ოპერაციული სისტემის და საოფისე პროგრამების ინსტალაცია,კონფიგურაცია, პრობლემების გამოვლენა და აღმოფხვრა.
  • დაზიანებული კომპიუტერების დიაგნოსტიკა, დაშლა, ნაწილების გამოცვლა, აწყობა.
  • შიდა ქსელის ტექნიკურად გამართვა.
  • ოფისის ტექნიკის (პრინტერი, სკანერი, PC), გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა.
  • სავაჭრო მოწყობილობების (პოს ტერმინალი, თერმული პრინტერი, შტრიხკოდის სკანერი და ა.შ) გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა.
  • IP ტელეფონების კონფიგურაცია.
  • Active Directory-ში მომხმარებლის დამატება, შესაბამის ჯგუფში გაწევრიანება, პაროლის შეცვლა.
  • 1C პროგრამაში შექმნილ პრობლემებზე დახმარების აღმოჩენა მომხმარებლისთვის.
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვა ტექნიკური თუ პროგრამული სამუშაოების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის არა ნაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
  • შემდეგი სახის დანადგარების ცოდნა: PC, ნოუთბუქი, პრინტერები, ქსელური მოწყობილობები;
  • Windows 8.1/10 პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა advanced user დონეზე;
  • უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლება ინფორმაციულ ტექნოლოგიების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
  • Active Directory-სთან მუშაობის გამოცდილება.
  • რუსულის ენის  ცოდნა სავალდებულოა;

უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობა;
  • პატიოსნება და კეთილსინდისიერება;
  • გაწეული სამუშაოს ხარისხსა და დეტალებზე ორიენტირება;
  • სამუშაო დროის ეფექტური განაწილება და დაგეგმვა;

გრაფიკი/პირობები:

  • გრაფიკი: 3 დღიანი სმენა (3 დღე მუშაობა, 3 დღე დასვენება); 09:00-22:00
  • ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს, პროფესიულად განვითარდეთ და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე vacancy@domino.com.ge

სათაურის  ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.

განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2021 წლის 30 აპრილი.

გისურვებთ წარმატებებს !