პროდუქციის შემგროვებელი

ჰიპერმარკეტი Domino
წარმოება
თბილისი
ვაკანსია
06-05
06-06


შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წლის ივნისს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

2015 წლის 23 მაისს შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგ“-მა გახსნა თავისი პირველი სამშენებლო ჰიპერმარკეტი ,,დომინო“, რომელიც განთავსებულია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ის ტერიტორიაზე.

ჰიპერმარკეტი "დომინო" აცხადებს ვაკანსიას პროდუქციის შემგროვებელის პოზიციაზე ლილოში მდებარე საწყობში.

ძირითადი მოვალეობები:

  • შეკვეთის ჯავშნის დოკუმენტის მიღება და შესაბამისად შეკვეთის აგროვება;
  • შეგროვებული შეკვეთის დასაწყობება სპეციალურად გამოყოფილ ადგილას;
  • საჭიროების შემთხვევაში შეკვეთის გადაცემა მძღოლისთვის;
  • შეკვეთის გამზადების პროცესში ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში უკუკავშირი მენეჯერთან;

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
  • დეტალებზე ორიენტირება;
  • პუნქტუალურობა;
  • დისციპლინირებულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

პირობები:

  • გრაფიკი: 5 დღიანი სმენა (2 დღე დასვენება); 09:00-19:00
  • ხელფასი: 650 ლარი
  • ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო).

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ ჰიპერმარკეტ დომინოს საინფორმაციოში არსებული განაცხადის ფორმა ან გამოაგზავნოთ თქვენი CV  მისამართზე vacancy@domino.com.ge.

სათაურის  ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!