საწყობის მენეჯერი

ჰიპერმარკეტი Domino
მენეჯერი
თბილისი
ვაკანსია
15-07
15-09


შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგი" დაარსდა 2014 წლის ივნისს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო-სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს "დომინო"-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000-ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

2015 წლის 23 მაისს, შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგ"-მა გახსნა თავისი პირველი სამშენებლო ჰიპერმარკეტი "დომინო", რომელიც განთავსებულია სავაჭრო ცენტრ "East Point"-ის ტერიტორიაზე.

ჰიპერმარკეტი "დომინო" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • საწყობში პროდუქციის რეგულარული კონტროლი, მარაგების აღწერა და ნაშთების კონტროლი;
  • საწყობში შემოსული ტვირთის დაცლა-დატვირთვების უზრუნველყოფის კონტროლი;
  • საწყობის მუშაობის კონტროლი;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა;
  • პროდუქციის მიღების პროცესის კონტროლი;
  • ჩამოწერის პროცედურის კონტროლი;
  • ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა და კონტროლი;
  • მაღაზიის დირექტორის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო და პიროვნული მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • რუსული ენის ცოდნა (სავალდებულოა);
  • სასურველია 1C-სთან მუშაობის გამოცდილება;
  • კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა;
  • პუნქტუალურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

პირობები:

  • გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება;
  • ხელფასი: ფიქსირებული;
  • დაზღვევა (ინდივიდუალური, საოჯახო).

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ ჰიპერმარკეტ დომინოს საინფორმაციოში არსებული განაცხადის ფორმა, ან გამოაგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: vacancy@domino.com.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგის" ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!