აგრო პროექტის სტაჟიორი

სადაზღვევო კომპანია ალდაგი
დაზღვევა
თბილისი
სტაჟირება
07-05
07-06


სს სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას, ქონებრივი სადაზღვევო შემთხვევების მართვის განყოფილებაში.

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი #66ა (სათავო ოფისი)

სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი (10:00 - 18:00)

სტაჟირების ხანგრძლივობა: 3-6 თვე (ანაზღაურებადი)

სტაჟიორი აგრო სადაზღვევო შემთხვევების მართვის მენეჯერს დახმარებას გაუწევს შემდეგი დავალებების შესრულების დროს:

  • აგრო სადაზღვევო შემთხვევების დარეგულირების პროცესის ადმინისტრირება;
  • მომხდარი სადაზღვევო შემთხვევების დასარეგულირებლად საჭირო დოკუმენტაციის პროგრამაში ატვირთვა;
  • დოკუმენტაციის შესწავლა, ანალიზი და სადაზღვევო შემთხვევების ანაზღაურების შესახებ დასკვნის გამოტანა;
  • დოკუმენტაციაზე დაყრდნობით გასაცემი თანხის კალკულაცია, შესაბამისი დასკვნის მომზადება;
  • აგრო სადაზღვევო შემთხვევებთან დაკავშირებული ინფორმაციის პროგრამაში ასახვა.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (მნიშვნელოვანია აგრარული მიმართულებით);
  • სასურველია დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
  • MS Office-ის პროგრამების, მათ შორის Excel-ის ცოდნა სამომხმარებლო დონეზე.

აუცილებელი უნარები:

  • ორგანიზებული და მოწესრიგებული;
  • ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2021 წლის 16 მაისის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - "აგრო პროექტის სტაჟიორი".

სადაზღვევო კომპანია "ალდაგში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.