გაყიდვების კონსულტანტი

გასტრონომი
გაყიდვები
თბილისი
ვაკანსია
07-05
07-06
800


დელიკატესებისა და პრემიუმ ხარისხის პროდუქტების მაღაზიათა ქსელი "Gastronome • გასტრონომი" (https://www.facebook.com/GastronomeGeorgia) აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • პროდუქციის მახასიათებლების სრულყოფილად ცოდნა
  • მომხმარებლების კონსულტაცია პროდუქციის შესახებ
  • მომსახურების მაღალი დონის უზრუნველყოფა
  • მაღაზიაში არსებული პროდუქციის კონტროლი (ფასების შესაბამისობა, ვარგისიანობა, განლაგება, ანოტაციების შესაბამისობა და ა.შ.)
  • პროდუქციის დაჭრა, აწონა და ა.შ.
  • ონლაინ შეკვეთების მიღება და მომსახურება (გლოვო, ვოლტი და ა.შ.)

მოთხოვნები:

  • სასურველია სამუშაო გამოცდილება საცალო ვაჭრობის ან HORECA სფეროში
  • უმაღლესი განათლება (დასაშვებია სტუდენტი)
  • სავალდებულოა ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
  • კომუნიკაციის გამორჩეული უნარი
  • გამართული მეტყველება.

ანაზღაურება: 800 ლარი + ბონუსი გამომუშავებით (700 ლარი საგამოცდო ვადის პერიოდში 3 თვე)

სამუშაო გრაფიკი: მოძრავი (ამ ეტაპზე 2 დღე სამუშაო/2 დღე დასვენება, კომენდანტის საათის გაუქმების შემდგომ კვირაში 6 დღე 39 საათი, 3 დღე 09.30 - 16.30/3 დღე 16:30 - 23.00, შესვენება 1 საათი)

მდებარეობა: თბილისი (სოლოლაკი, დიღომი, ვაჟა ფშაველა, აბაშიძის ქუჩა, ლისი)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: vacancy@gastronome.ge 2021 წლის 20 მაისის ჩათვლით. სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.