დემი შეფი/მზარეული

გასტრონომი
მზარეული
თბილისი
ვაკანსია
07-05
07-06
900-1200


დელიკატესებისა და პრემიუმ ხარისხის პროდუქტების მაღაზიათა ქსელი "Gastronome • გასტრონომი" (https://www.facebook.com/GastronomeGeorgia) აცხადებს ვაკანსიას დემი შეფის/მზარეულის პოზიციაზე, საქართველოში სრულიად ახალი და განსხვავებული კონცეფციის მქონე არგენტინული სტეიკჰაუსისთვის, რომელიც იხსნება მაისის ბოლოს, ვაჟა-ფშაველას გამზირზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სამზარეულოში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • პროფესიული განათლება კულინარიის მიმართულებით
  • კვების პროდუქტების შენახვისა და დამუშავების ზოგადი სტანდარტების ცოდნა
  • ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების დაცვის სტანდარტების ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კერძების მომზადება, გემოვნური თვისებებისა და ვიზუალური გაფორმების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
  • რეცეპტურის დაცვა. საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებების შეტანა გაუმჯობესება/დახვეწის მიზნით;
  • გეგმური ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • საკვები პროდუქტების შენახვა და დამუშავება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.

ანაზღაურება: 900-1200 ლარი, დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე

სამუშაო გრაფიკი: მოძრავი

მდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 22.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: vacancy@gastronome.ge 2021 წლის 20 მაისის ჩათვლით.

სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.