უნივერსალური მოლარე

კრისტალი
ფინანსები
წალენჯიხა
ვაკანსია
11-05
11-06


ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური მოლარის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილდებარეობა: წალენჯიხა

,,კრისტალი" ქვეყანაში წამყვანი ფინანსური ჩართულობის კომპანია და არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც საქართველოს მასშტაბით მართავს 345 მლნ ლარის მოცულობის სასესხო პორთფელს, დასაქმებული ყავს 1,000-ზე მეტი თანამშრომელი, ოპერირებს 50-მდე ფილიალით და ემსახურება 100,000-ზე მეტ მომხმარებელს.

„კრისტალი“ გთავაზობთ:

  • პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
  • საუკეთესო სამუშაო პირობებს

ძირითადი მოვალეობები:

  • კლიენტთა მომსახურება სასესხო, გზავნილების და კონვერტაციის ოპერაციების განხორციელებისას;
  • სესხის გაცემა-დაფარვის წარმოება და აღრიცხვა;
  • სალაროს ოპერაციების წარმოება და აღრიცხვა;
  • ძვირფასი ლითონების შეფასება

საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (აუცილებელია)
  • ძვირფასი ლითონების შეფასების ცოდნა და გამოცდილება (სასურველია);
  • კლიენტთა მომსახურების სათანადო უნარ-ჩვევები;
  • პუნქტუალობა, აკურატულობა, მოწესრიგებულობა;
  • კომუნიკაბელურობა, არაკონფლიქტურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • ძირითადი კომპიუტერული პროგრამების (MS Office) კარგად ფლობა

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შეავსონ თანდართული სააპლიკაციო ფორმა

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე.