ლიზინგის ექსპერტი

კრისტალი
ფინანსები
თბილისი
ვაკანსია
11-05
11-06


ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას ლიზინგის  ექსპერტის პოზიციაზე

სამუშაოს ადგილდებარეობა:  თბილისი

განაკვეთი:  სრული

,,კრისტალი" ქვეყანაში წამყვანი ფინანსური ჩართულობის კომპანია და არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტიაა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მართავს 345 მლნ ლარის მოცულობის სასესხო პორთფელს, დასაქმებული ყავს 1,000-ზე მეტი თანამშრომელი, ოპერირებს 50 ფილიალით და ემსახურება 100,000-ზე მეტ მომხმარებელს.

„კრისტალი“ გთავაზობთ:

  • პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს

ძირითადი მოვალეობები:

  • კლიენტისთვის ლიზინგის პირობების გაცნობა და შეთავაზების გაკეთება;
  • პოტენციურ კლიენტებთან ჩაღრმავებული ინტერვიუს ჩატარება;
  • დაინტერესებული კლიენტების ბაზის შექმნა და კონტროლი;
  • სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებების დაგეგმვა და/ან მონაწილეობა;
  • ლიზინგის პროექტების დამუშავება, მართვა და ანალიზი;
  • დამუშავებული ინფორმაციის კომიტეტზე წარდგენა;
  • კომიტეტის გადაწყვეტილების კლიენტისთვის გაცნობა;
  • საკრედიტო დოკუმენტაციის მართვა;
  • ლიზინგის ხელშეკრულების გაფორმების პროცესის მონიტორინგი;
  • სხვა და სხვა ტიპის რეპორტინგის მომზადება საჭიროების შემთხვევაში
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება, კომპანიის მიზნებიდან გამომდინარე;

საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

  • სავალდებულოა საკრედიტო ოფიცრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ფინანსური უწყისების საბაზისო დონეზე ცოდნა;
  • აგრო სექტორის ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა ;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული;
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ პირებს 2021 წლის 24 მაისამდე შეუძლიათ შეავსონ თანდართული  სააპლიკაციო ფორმა.

დაფიქსირებული განაცხადების განხილვის შედეგად შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში