აგრო სესხების კოორდინატორი

კრისტალი
ფინანსები
თბილისი ქუთაისი
ვაკანსია
11-05
11-06


ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას აგრო სესხების კოორდინატორის პოზიციაზე.

 სამუშაო ადგილდებარეობა: თბილისი / ქუთაისი

,,კრისტალი" ქვეყანაში წამყვანი ფინანსური ჩართულობის კომპანია და არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც საქართველოს მასშტაბით მართავს 345 მლნ ლარის მოცულობის სასესხო პორთფელს, დასაქმებული ყავს 1,000-ზე მეტი თანამშრომელი, ოპერირებს 50-მდე ფილიალით და ემსახურება 100,000-ზე მეტ მომხმარებელს.

 „კრისტალი“ გთავაზობთ:

  • პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
  • საუკეთესო სამუშაო პირობებს

ძირითადი მოვალეობები:

  • პროდუქტის გაყიდვების გეგმისა და სხვა დაგეგმილი პარამეტრების შესრულების უზრუნველყოფა;
  • ბაზარზე ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება და  მათზე დაყრდნობით ახალი წინადადებების და პროდუქტების შემუშავება/დანერგვა;
  • სეგმენტის წარმომადგენლებთან აქტიური კომუნიკაცია და ბაზრის ტენდენციების, საჭიროებების დადგენა;
  • აგრო მიმართულებით სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერა;
  • გაყიდვების მხარდაჭერისთვის  მარკეტინგული  აქტივობების შემუშავება შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან;
  • გაყიდვების გაზრდის და/ან მომხმარებელთა ლოიალურობის გაზრდის მიზნით პროგრამების (აქციების) შემუშავება, მათი წარმართვის პროცესში მონაწილეობა და ეფექტურობის მონიტორინგი;
  • საფილიალო ქსელთან აქტიური თანამშრომლობა და პროდუქტის მხარდაჭერა.
  • პერიოდული რეპორტინგის წარმოება;
  • აქტიური თანამშრომლობა სადაზღვევო კომპანიებთან აგრო დაზღვევის მიმართულებით.

საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების,  ბიზნეს ადმინისტრირების ან მარკეტინგის მიმართულებით;
  • აუცილებელია აგრო დაკრედიტების მიმართულებით მინ. 5  წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • მენეჯერულ პოზიციაზე 2 -წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • პროექტების მართვის გამოცდილება (სასურველია);
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული და ყურადღებიანობა.

დაინტერესებულ პირებს რეზიუმეს გამოგზავნა შეუძლიათ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@crystal.ge ( სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ „აგრო სესხების კოორდინატორი - ქალაქი (ქუთაისი ან თბილისი) )

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე.