ფინანსური ანალიტიკოსი

სადაზღვევო კომპანია ალდაგი
ფინანსები
თბილისი
ვაკანსია
07-06
07-07


სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე, ფინანსური აღრიცხვის განყოფილებაში.

სამუშაო საათები: 10:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი)

სამუშაო ადგილმდებარეობა: დავით აღმაშენებლის ხეივანი #66ა (სათავო ოფისი)

ძირითადი მოვალეობები:

  • ყოველთვიური ფინანსური მაჩვენებლების ანალიზში აქტიური ჩართულობა;
  • თვის ფინანსური დახურვისთვის საჭირო რეპორტების მომზადება;
  • ჯგუფის და ჯგუფის შვილობილი კომპანიების ფინანსური მონაცემების ანალიზი;
  • ჯგუფის ფინანსური (ყოველთვიური, კვარტალური, ნახევარწლიური) რეპორტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
  • კომპანიის შიდა სტრუქტურებთან, აუდიტორებთან, ჯგუფში შემავალ კომპანიებთან აქტიური კომუნიკაცია;
  • მენეჯერული რეპორტების მომზადება;
  • აგენტების, ბროკერების და სხვა აკვიზიციური ხარჯების გაანგარიშება და ანალიზი;
  • გადაზღვევასთან დაკავშირებული ფინანსური მონაცემების გაანგარიშება და ანალიზი;
  • სადაზღვევო ზედამხედველობის ანგარიშგებისთვის საჭირო შესაბამისი რეპორტების მომზადება;
  • სხვადასხვა ფინანსურ პროექტებში მონაწილეობის მიღება;

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება/ დამამთავრებელი კურსი, საბანკო-საფინანსო მიმართულებით;
  • სამუშაო გამოცდილება ფინანსების მიმართულებით;
  • ფინანსური აღრიცხვის და ფინანსური ანალიზის პრინციპების ცოდნა;
  • Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • Power Query-ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • SQL-ის ცოდნა საბაზისო დონეზე ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ინიციატივის გამოჩენის უნარი;
  • სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი;
  • მათემატიკური უნარები;
  • პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • მოტივირებული;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კოლეგიალურობა;
  • პრობლემის იდენტიფიცირებისა და დამოუკიდებლად მოგვარების უნარი.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2021 წლის 17 ივნისის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - ფინანსური ანალიტიკოსი

სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.