სატელეფონო გაყიდვების ოპერატორი

სადაზღვევო კომპანია ალდაგი
გაყიდვები
თბილისი
ვაკანსია
07-06
07-07


სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე, დისტანციური გაყიდვების განყოფილებაში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: მიცკევიჩის 56

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00 – 18:00)

ძირითადი მოვალეობები:

  • ფიზიკურ პირებთან სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება და სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება;
  • კლიენტის დაინტერესების შემთხვევაში პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • საჭიროების შემთხვევაში, დამატებთი ინფორმაციის მოძიება/შეთანხმება და კლიენტისთვის მიწოდება.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება სატელეფონო/დისტანციური გაყიდვების სფეროში;
  • საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
  • რუსული ან/და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • ინფორმაციის გადმოცემის უნარი
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
  • სწრაფად აზროვნების უნარი
  • თავაზიანი
  • ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული
  • აკურატული

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2021 წლის 17 ივნისის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - სატელეფონო გაყიდვების ოპერატორი

სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.