სანგრევი სანტექნიკოსი

მისტერ მასტერი
ხელოსანი
თბილისი
ვაკანსია
12-06
12-07


კომპანია მისტერ მასტერი უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით პოზიციონირებს ბაზარზე, რომელიც 24 საათი, კვირაში 7 დღე  სთავაზობს  მომხმარებელს  სწრაფ და მრავალფეროვან სერვისს საყოფაცხოვრებო, კომუნალურ სფეროში.  საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://mrmaster.ge  .  https://www.facebook.com/mrmaster.ge/

კომპანია მისტერ მასტერი აცხადებს ვაკანსიას  სანგრევი სანტექნიკოსის პოზიციაზე
მდებარეობა : თბილისი; 

სამუშაო გრაფიკი: სრული

აუცილებელი მოთხოვნები:

  • მართვის მოწმობის „B” - კატეგორია;
  • საკუთარი ავტომობილის ქონა;
  • გამოცდილების ქონა შესაბამის სფეროში;

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • თავაზიანობა /კოლეგიალურობა;

სანგრევი სანტექნიკოსის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ონკანის დემონტაჟი/მონტაჟი/შეკეთება;
  • უნიტაზის, ნიჟარის დემონტაჟი/მონტაჟი/შეკეთება;
  • წყლის/კანალიზაციის შიდა წერტილის შექმნა;
  • ხრახნის მოჭრა რკინის მილზე;
  • სუფთა წყლის, კანალიზაციის, ცენტრალური რკინის, პლასტმასის მილის შეკეთება/შეცვლა -  ღია/დახურულ მდგომარეობაში;
  • ცენტრალური ვენტილის შეკეთება/შეცვლა ღია/დახურულ მდგომარეობაში;
  • სუფთა წყლის მონაკვეთის შეცვლა რკინის, პლასტმასის მილზე ღია/დახურულ მდგომარეობაში;
  • წყლის მრიცხველის დემონტაჟი/მონტაჟი;
  • კომპრესორით მილების გაწმენდა;
  • დაზიანებული მონაკვეთის პოვნა;
  • ნებისმიერი სირთულის საშხაპე კაბინების აწყობა;
  • აბაზანის/ჯაკუზის მონტაჟი;

ჩვენ გთავაზობთ:

  • ხელზე ასაღებ ანაზღაურებას 1600 – 2000 ლარს;
  • ნორმირებულ სამუშაო გრაფიკს
  • ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
  • კორპორატიულ სასაუბრო და ინტერნეტ ბალანსს;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;

თუ თვლით, რომ თქვენი კანდიდატურა  შეესაბამება სამუშაოს სპეციფიკას და მოთხოვნებს, გამოგვიზავნეთ CV / რეზიუმე მისამართზე HR@mrmaster.ge  (სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება)  ან  შეავსეთ აპლიკაცია მითითებულ ბმულზე:  https://forms.gle/pWkNMvwGe3x96pZf7  ასევე შეგიძლიათ  დაგვიკავშირდით კომპანიის ცხელ ხაზზე 09:00 საათიდან 21:00 საათამდე  -  (032) 2 404 404.
ჩვენი მისამართია: ვაკე-საბურთალოს რაიონი, უნივერსიტეტის ქუჩა #24
„მისტერ მასტერი“ მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!