მზარეული

აგროჰაბი
მზარეული
თბილისი
ვაკანსია
07-06
07-07


"აგროჰაბი" არის, საქართველოში პირველი, ინოვაციური აგრარული ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მუდმივად ჯანსაღ, ნატურალურ და ახალ პროდუქციას. ამისთვის კომპანიას გააჩნია საკუთარი ფერმები, რძის პროდუქტების ქარხანა და ათამდე დასახელების სხვადასხვა სახის წარმოება.

კომპანია "აგროჰაბი" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

  • წარმოებაში არსებული ტექნოლოგიური სტანდარტების დაცვა
  • ცხელი კერძების მომზადება დადგენილი კალკულაციების მიხედვით
  • სამუშაო სივრცის წესრიგი და ჰიგიენური ნორმების დაცვა
  • პროდუქტის შენახვის პირობების და ვადების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება (ცხელი სამზარეულო)
  • ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • შრომისმოყვარეობა
  • ენერგიულობა
  • სისწრაფე
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ და მეგობრულ გარემოს, კარიერული წინსვლის შესაძლებლობებით.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@agrohub.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!