კონსულტანტი

აგროჰაბი
გაყიდვები
თბილისი
ვაკანსია
07-06
07-07
450


კომპანია "აგროჰაბი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში.

"აგროჰაბი" არის, საქართველოში პირველი, ინოვაციური აგრარული ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მუდმივად ჯანსაღ,

ნატურალურ და ახალ პროდუქციას. ამისთვის კომპანიას გააჩნია საკუთარი ფერმები, რძის პროდუქტების ქარხანა და ათამდე დასახელების სხვადასხვა სახის წარმოება.

თუ გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ამისათვის საკმარისია:

  • იყოთ თავაზიანები და სათანადოდ მოემსახუროთ მომხმარებელს;
  • შეგეძლოთ გუნდურად მუშაობა;
  • შექმნათ სამუშაო სივრცეში პოზიტიური გარემო;
  • პასუხისმგებლობით მოეკიდოთ თქვენზე დაკისრებულ მოვალეობას.

ჩვენ გთავაზობთ:

  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ გუნდს;
  • საინტერესო გამოცდილებას;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • ღამის საათებში ტრანსპორტირებას მეტროსადგურამდე (10 საათიდან);

სამუშაო გრაფიკი:

  • ორშაბათი-შაბათი, 8 საათიანი ან
  • დღე-გამოშვებით, 12 საათიანი

ანაზღაურება: 450 ლარი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@agrohub.ge და გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!