მზარეული

კოფისტა
მზარეული
თბილისი
ვაკანსია
09-06
09-07
700 + ბონუსი


კაფეების ქსელი "კოფისტა" აცხადებს ვაკანსიას  მზარეულის  პოზიციაზე ცენტრალური საწარმოსთვის.

კომპანია "კოფისტა" სტაბილურად მზარდი ქართული ბრენდია, რომელიც დაარსდა 2015 წელს დ წარმოდგენილია 1 რესტორნითა და 8 "coffee shop"-ით.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: https://www.facebook.com/coffeestaGeo/

მისამართი: ქ. თბილისი, ორთაჭალა
გრაფიკი: სრული 06:00 დან 14:00 მდე (კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლის ნაწილობრივ ტრანსპორტირებას)
დასვენება: კვირაში 2 დღე

ანაზღაურება : 700 ლარი + დანამატი გამომუშავებით

მოთხოვნები:

  •  მზარეულად მუშაობის გამოცდილება;
  •  ქართულ/ევროპულ სამზარეულოში მუშაობის გამოცდილება;
  •  უსაფრთხოების, ჰიგიენისა და სანიტარული სტანდარტების დაცვა;
  •  კომპანიაში არსებული შიდაგანაწესის ნორმების ზედმიწევნით დაცვა.

ძირითადი მოვალეობები:

  •  საწარმოს ასორტიმენტის კარგად შესწავლა ( სენდვიჩები, სალათები და სხვა ტიპის მსუბუქი კერძები );
  •  მიღებული შეკვეთების დროული და ხარისხიანი მომზადება;
  •  მიზანპლასების მომზადება
  •  ჰიგიენის მაღალი დონის უზრუნველყოფა.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

  •  გუნდის მართვის უნარი;
  •  რთულ სიტუაციაში გამოსავლის სწრაფად პოვნის უნარი;
  •  ენერგიული;
  •  პოზიტიური;
  •  პუნქტუალური;
  •  გუნდში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: hr@coffeesta.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება