სკოლამდელი განათლების ცენტრის მასწავლებელი

ბრიტანულ-ქართული აკადემია
განათლება
თბილისი
ვაკანსია
09-06
09-07


"ბრიტანულ-ქართული აკადემია" აცხადებს სკოლამდელი განათლების ცენტრის მასწავლებლის ვაკანსიას. აღნიშნული პოზიცია არის სრულ-განაკვეთიანი და იწყება 2021 წლის  აგვისტოდან. 

ძირითადი მოვალეობები:

  • სკოლამდელი ასაკის ბავშვების (5 – 6 წელი) ფიზიკური, ემოციური, ინტელექტუალური და სოციალური საჭიროებების შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
  • ბავშვებისათვის უსაფრთხო და პოზიტიური გარემოს შექმნა;
  • ბავშვების უზრუნველყოფა მათი განვითარების შესაბამისი მასალებითა და რესურსებით;
  • მშობლებთან რეგულარული კომუნიკაცია ცენტრის აქტივობებისა და მათი შვილების პროგრესის შესახებ;
  • ბავშვების ემოციური, განვითარებასთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სირთულეების გამოვლენა და ამ მიმართულებით მშობლებთან თანამშრომლობა;
  • სკოლის ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობა.

სავალდებულო კვალიფიკაცია და უნარები:

  • უმაღლესი განათლება შესაბამის დარგში;
  • ბავშვებთან მუშაობის სულ მცირე ორწლიანი გამოცდილება;
  • თბილი, მზრუნველი და სამართლიანი დამოკიდებულება ბავშვების მიმართ; 
  • შემოქმედებითობა და ინოვაციურობა; 
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები; 
  • კარგი ორგანიზაციული და დროის მართვის უნარები;
  • კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: MS Word, Excel, PowerPoint, ინტერნეტი; 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ ფოსტაზე bga@bga.ge არაუგვიანეს 2021  წლის 18 ივნისისა. სათაურში, გთხოვთ, მიუთითოთ "სკოლამდელი განათლების ცენტრის მასწავლებელი". 

გასაუბრებაზე დაბარებულნი იქნებიან მხოლოდ შესაბამისი კვალიფიკაციის და უნარების მქონე კანდიდატები.