იპოთეკური სესხების მენეჯერი

კრედო ბანკი
ფინანსები
თბილისი
ვაკანსია
09-06
09-07


"კრედო ბანკი" 20 წელზე მეტი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოში 75 ფილიალით არის წარმოდგენილი.

თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია. ახალ კრედოელებს ვთავაზობთ პროფესიონალ გუნდთან ერთად, მეგობრულ სამუშაო გარემოში განვითარების შესაძლებლობას და ბენეფიტებს:

  • დაზღვევა;
  • ტრენინგები;
  • მასტერკლასები;
  • კორპორაციული ღონისძიებები.

გუნდში ვეძებთ გამოცდილ, მოტივირებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს იპოთეკური სესხების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში, სათავო ოფისში.

სამუშაო პოზიციის მიზანი:

  • იპოთეკური სესხების მენეჯერი პასუხისმგებელია "კრედო ბანკი"ს მასშტაბით იპოთეკური სესხების გაყიდვების გაზრდაზე, სწრაფი და მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზე კომპანიის პოლიტიკის და პროცედურების შესაბამისად.

ძირითადი მოვალეობები:

  • დეველოპერული კომპანიების მოძიება;
  • მაკლერების მოძიება და თანამშრომლობა;
  • პოტენციური კლიენტების კონსულტირება;
  • სხვა და სხვა რეგიონის პოტენციური მსესხებლების დისტანციური მომსახურება, საჭიროების შემთხვევაში ფილიალში ვიზიტების განხორციელება;
  • პოტენციურ მსესხებლების განაცხადების მართვა, მომხმარებლებთან კომუნიკაცია;
  • მომხმარებლებისთვის უძრავი ქონების შერჩევაში დახმარება კრედოს პარტნიორ დეველოპერებთან;
  • დეველოპერებთან თანამშრომლობით მსესხებლებისთვის მისაღები ალტერნატივების შეთავაზება, მათი საჭიროებების და შემოსავლების გათვალისწინებით;
  • სესხის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის წარდგენაში დახმარება/კონსულტირება;
  • ფილიალების მიერ განაცხადების დამუშავების პროცესის მხარდაჭერა;
  • სესხის დამტკიცების შემდეგ გაცემის ორგანიზება;
  • მომხმარებლების საჭიროებიდან გამომდინარე სხვა ალტერნატიული პროდუქტების შეთავაზება.

ძირითადი კომპეტენციები და აუცილებელი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო სექტორში, საცალო საკრედიტო მიმართულებით;
  • იპოთეკურ სესხებზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ფინანსური დოკუმენტაციის დამუშავების გამოცდილება;
  • კარგი მენეჯმენტისა და ორგანიზაციული უნარები;
  • მონაცემთა ანალიზის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • ძლიერი ანალიტიკური უნარები;
  • გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • კომუნიკაციის დამყარების, მოლაპარაკების დადებითად წარმოების უნარი;
  • სრულყოფილი წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • რუსულ და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა მაღალ დონეზე.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სივი შემდეგ მისამართზე: cv@credo.ge. წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - "იპოთეკური სესხების მენეჯერი".