ფილიალის მენეჯერი

ამბოლი
მენეჯერი
თბილისი
ვაკანსია
10-06
10-08


შპს „ამბოლი“ წარმოადგენს Georgia Capital PLC (https://georgiacapital.ge) ჯგუფში შემავალ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში ავტონაწილებისა და საბურავების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:

www.amboli.ge www.facebook.com/amboli.ge

„ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

  • გაყიდების გეგმის შედგენაში მონაწილეობის მიღება, გაყიდვების თანამშრომლებისთვის გაყიდვების გეგმის დასახვა და შესრულების მონიტორინგი;
  • გაყიდვებთან დაკავშირებული რეპორტების მომზადება;
  • ფილიალში მიმდინარე პროცესების მართვა, გამართული სამუშაო პროცესის ორგანიზება და მონიტორინგი;
  • კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
  • მარაგების კონტროლი და შეკვეთების უზრუნველყოფა;
  • სალარო ოპერაციების გამართულად წარმოების უზრუნველყოფა;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა და სამუშაოს შესრულების ხარისხის კონტროლი.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა, მომხმარებლებთან კომუნიკაციის დონეზე.

აუცილებელი უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • გუნდის მართვის უნარი;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და გადანაწილების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@amboli.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - ფილიალის მენეჯერი.

კომპანია „ამბოლში“ თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია „ამბოლის“ მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში."