კურიერ-ოპერატორი

ოპპა
კურიერი
თბილისი
ვაკანსია
11-06
11-08


სს "ოპპა" ფინანსურ - ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს მომხმარებლებს სწრაფი გადახდის სერვისებს, როგორიცაა ელექტრონული საფულე http://www.oppa.ge და PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალები. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე, სიმარტივე და ხარისხი ჩვენი მთავარი ღირებულებებია. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 300-ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება.

შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად!

სს "ოპპა" აცხადებს ვაკანსიას კურიერ-ოპერატორის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი.

  • პოზიციის მიზანი: ოპპას მომხმარებლებლებთან მოპედით ადგილზე მისვლა და მათი იდენტიფიკაცია შესაბამისი პროცედურების მიხედვით.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

  • მოწოდებულ მისამართებზე მომხმარებლებთან მისვლა;
  • მომხმარებლების ადგილზე რეგისტრაცია და შესაბამისი პროცედურის მიხედვით იდენტიფიკაცია;
  • მომხმარებლების მონაცემების შესაბამისი პროცედურების მიხედვით შენახვა; -მომხმარებლების საბუთების და შევსებული ფორმების შესაბამისი პროცედურების მიხედვით შენახვა.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მართვის მოწმობა A1 (მოპედი);
  • საკურიერო საქმიანობა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ტექნოლოგიებთან (მობილური, პლანშეტი) მუშაობის შესაძლებლობა.

უნარები:

  • პუნქტუალურობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კომუნიკაციის კარგი უნარები;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე მისამართზე career@oppa.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს.

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"- მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც. სს "ოპპას" შერჩევის პროცესი თავისუფალია ყველა სახის დისკრიმინაციისგან, ითვალისწინებს და აკმაყოფილებს პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებს და მოქმედებს დიკრიმინაციის აკრძალვის ფარგლებში. გამოხატული დისკრიმინაციის შემთხვევაში შეგიძლია მოგვმართოთ ცხელ ხაზზე: 2 303 308.