მარკეტინგის მენეჯერი

ფარმაცევტული კომპანია GMP
მენეჯერი
თბილისი
ვაკანსია
15-06
15-08


ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA (ჯი-ემ-პი) აცხადებს ვაკანსიას  მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო აღწერილობა:

  • პასუხისმგებელია კომპანიის მარკეტინგული ინიციატივების მართვაზე საქართველოში და კომპანიის საერთაშორისო ბაზრებზე.
  • ადგენს მარკეტინგული განყოფილების მიზნებს, არსებული შედეგებისა და ბაზრის პროგნოზების საფუძველზე.
  • მართავს გასაუბრებებს, აჰყავს, ამზადებს და მართავს მარკეტინგული განყოფილების პერსონალს საქართველოში და კომპანიის საზღვარგარეთის ქვეყნებში არსებულ ფილიალებში.
  • ზედამხედველობას უწევს მიმდინარე მარკეტინგულ კამპანიებს და გამოდის ინიციატივით ახალი კამპანიების, პროდუქტების ან აქტივობების შესახებ.
  • იკვლევს და აანალიზებს ბაზრის ტენდენციებს, დემოგრაფიულ მაჩვენებლებს, ფასწარმოქმნას, კონკურენტ პროდუქტებს და სხვა საჭირო ინფორმაციას მარკეტინგული სტრატეგიის შესაქმნელად.
  • მუშაობს მარკეტინგული განყოფილების პერსონალთან მარკეტინგული გეგმების დეტალური შემუშავებისთვის ყველა მედია არხისა და გაყიდვების გუნდისათვის.
  • ამტკიცებს და ზედამხედველობს სარეკლამო მასალების, ვებსაიტების შინაარსის, რეკლამებისა და სხვა მარკეტინგთან დაკავშირებული პროექტების შემოქმედებით განვითარებას.
  • ურთიერთობა აქვს სარეკლამო სააგენტოებთან, ბეჭდურ და სხვა სერვისების მომწოდებლებთან, რომლებიც საჭიროა მარკეტინგული პროექტების რეალიზებაში.
  • დეპარტამენტის ბიუჯეტის ფარგლებში მუშაობს თითოეული პროდუქტისა და პროექტისთვის ღირებულ-ეფექტური მარკეტინგული განვითარების გეგმებისა და სტრატეგიის შემუშავების მიზნით.
  • თვალყურს ადევნებს მარკეტინგულ პარამეტრებს და გაყიდვების  მონაცემებს და უზრუნველყოფს დეტალურ წერილობით სიტყვიერ რეპორტინგს ხელმძღვანელებისათვის.
  • საჭიროებისამებრ, შეგროვებული მონაცემებისა და სხვა გამოხმაურებების პასუხად, აკორექტირებს მარკეტინგულ კამპანიებსა და სტრატეგიებს

უნარები და კვალიფიკაცია:

  • ფარმაცევტულ კომპანიაში მარკეტინგის მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება.
  • მინიმუმ ბაკალავრის დიპლომი მარკეტინგში, ბიზნესში ან მასთან დაკავშირებულ სფეროში
  • სასურველია უმაღლესი სამედიცინო განათლება
  • ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა

საწყისი ხელფასი დამოკიდებული იქნება კანდიდატის გამოცდილებასა და პროფესიულ უნარ-ჩვევებზე.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, მისამართზე: vacancy@gmpgeo.com 

გთხოვთ, საგანში (subject)  მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

GM PHARMA (ჯი-ემ-პი) წარმოადგენს საერთაშორისო, ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები  იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) და საქართველოს GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში. GM PHARMA-ს საწარმოს გააჩნია ფარმაცევტული წარმოებისათვის აუცილებელი ყველა საერთაშორისო სერტიფიკატი და ნებართვა: კარგი წარმოების პრაქტიკის – GMP PIC/S; ხარისხის მართვის – ISO 9001:2015 და ISO 17025:2010; აშშ-ს საკვები დანამატების უსაფრთხოების ინსპექციის – NSF.

GM PHARMA-ში მუშაობს 700-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომელი საქართველოსა და კომპანიის საექსპოსრტო ქვეყნებში. კომპანია ყოველთის ეძებს ნიჭიერ და მოტივირებულ პროფესიონალებს და სთავაზობს თვითგანვითარების შესაძლებლობებს.

CV/აპლიკაციის/ავტობიოგრაფიის გამოგზავნის შემთხვევაში თქვენ აცხადებთ თანხმობას, თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია დამუშავდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობების წარმოშობის მიზნებისთვის.