ავტომობილების გაყიდვების და შესყიდვების მენეჯერი

ქარფესტი
გაყიდვები
თბილისი
ვაკანსია
15-06
15-08


კომპანია "ქარფესტი" აცხადებს ვაკანსიას ავტომობილების გაყიდვების და შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, გაყიდვების დეპარტამენტში.

კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს - ავტომობილების ყიდვა-გაყიდვა, მათი შეძენა საზღვარგარეთ და იმპორტი საქართველოში.

ძირითადი მოვალეობები:

  • ავტომობილების მოძიების, შერჩევის, შეძენის და გაყიდვის პროცესში მონაწილეობა.
  • დაზიანებული ავტომობილის აღდგენის ღირებულების შეფასება.
  • მომხმარებელთან კომუნიკაცია და კომპანიის პროდუქტის პრეზენტაცია.
  • მომხმარებლებთან მოლაპარაკებების წარმოება.
  • ავტომობილების შერჩევა, შეძენა და გაყიდვა.

აუცილებელი უნარები:

  • მსუბუქი ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლების/ავტონაწილების კარგად ცოდნა.
  • ავტომობილების ბაზრის (ახლები, დაშლილები, საქართველო, უცხოეთი) კარგად ცოდნა.
  • ავტომობილის ხელოსნებთან ურთიერთობის და მანქანების შეკეთების გამოცდილება.
  • სასურველია ამერიკის აუქციონებთან (Copart, IAAI) მუშაობის, ამერიკიდან მანქანების ჩამოყვანის, შეკეთების და გაყიდვის გამოცდილება.
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

სამუშაო გრაფიკი/პირობები:

  • 8 საათიანი სამუშაო დღე, კვირაში 5 დღე.
  • საბონუსე სისტემა.
  • კარიერული და პიროვნული ზრდა.
  • მეგობრული გუნდი და ძალიან კარგი ატმოსფერო.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: hr@carfest.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - გაყიდვების და შესყიდვების მენეჯერი.

კომპანია ქარფესტში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ქარფესტის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი, ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.