მონიტორინგის უმცროსი სპეციალისტი

მადარტი
მონიტორინგი
თბილისი
ვაკანსია
16-06
16-08


კომპანია „მადარტი“ 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. მადარტის  უპირატესობას კონკურენტებთან მიმართებაში განსაზღვრავს ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოება, მრავალფეროვანი ასორტიმენტი, მოქნილი და გამარტივებული მიტანისა და შეკვეთის სერვისი და მომხმარებელის კმაყოფილებაზე ორიენტირებული მომსახურების შეთავაზება. 

კომპანია მადარტი აცხადებს ვაკანსიას მონიტორინგის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე

მდებარეობა: თბილისი, ბელიაშვილის 145

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე; დღეში 8 საათი

ფუნქცია-მოვალეობები:

  • თანამშრომელთა ყოველდღიური დასწრებადობის აღრიცხვა;
  • თანამშრომელთა ყოველდღიური სამუშაო  ცხრილების შევსება, შემოწმება, ბუღალტერიისთვის მიწოდება;
  • საჭირო დოკუმენტაციის სწორი და დროული მართვა;
  • ყოველდღიური რეპორტების მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება...

 ძირითადი მოთხოვნები:

  • პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
  • მინიმუმ 1  წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (სასურველია);
  • საოფისე პროგრამების სამუშაო დონეზე ცოდნა;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ  ელექტრონულ მისამართზე vacancy@madart.ge  გთხოვთ “subject” ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც   აკეთებთ განაცხადს.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს „მადარტმა“ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.

კომპანია მადარტი გისურვებთ  წარმატებას