ფილიალის მენეჯერი
                                                        
                                
                                    
                                    
                                        კოფისტა
                                    
                                
                                
მენეჯერი
ქუთაისი
ვაკანსია
21-06
21-08
                            
                                                        
                            
                                
                            
                                                    
                    მენეჯერი
ქუთაისი
ვაკანსია
21-06
21-08
კომპანია "კოფისტა" აცხადებს ვაკანსიას ქუთაისის ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანია "კოფისტა" სტაბილურად მზარდი ქართული ბრენდია, რომელიც დაარსდა 2015 წელს წარმოდგენილია 1 რესტორნითა და 8 "coffee shop"-ით.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს
სამუშაო ადგილი: ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი
გრაფიკი: სრული
ძირითადი ფუნქციები:
- აეროპორტის ფილიალის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
 - დაქვემდებარებაში მყოფი პერსონალის მართვა;
 - დაქვემდებარებული პერსონალის გრაფიკების შედგენა კოორდინაცია;
 - მომწოდებლებთან კომუნიკაცია და მოლაპარაკებების წარმოება;
 - სასაწყობე მარაგების კონტროლი და შეკვეთების ფორმირება;
 - აეროპორტის ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია როგორც აეროპორტის ისე კომპანიის შიდაგანაწესის, ინსტრუქციების და სხვა სახის რეგულაციების ზედმიწევნით დაცვა;
 - ინვენტარიზაციის წარმოება;
 - ფინანსური ანგარიშგების წარდგენა ხელმძღვანელობასთან;
 - სალაროს კონტროლი და ნაღდი ფულის ინკასაციის უზრუნველყოფა;
 - ობიექტზე სანიტარულ-ჰიგიენური სტანდარტების დაცვა და კონტროლი;
 - ფილიალში შესაბამისის სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
 - მომსახურებისა და პროდუქციის ხარისხის კონტროლი.
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კვების ობიექტზე ან საცალო გაყიდვებში მმართველობით პოზიციაზე მუშაობის 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
 - პერსონალის მართვის გამოცდილება;
 - მარაგების მართვის გამოცდილება;
 - საოფისე პროგრამების ცოდნა;
 - ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა.
 
პიროვნული უნარები:
- კომუნიკაციის უნარი;
 - პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი;
 - ორგანიზებული და მოწესრიგებული;
 - ყურადღებიანი დეტალების მიმართ.
 
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: hr@coffeesta.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.