გაყიდვების მენეჯერი

ოფის 1
გაყიდვები
თბილისი
ვაკანსია
23-06
23-08
750-1300 + ბონუსი


შპს „ოფის 1“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე

კანდიდატების არჩევა მოხდება გასაუბრებისა და ტესტირების საფუძველზე.

ვალდებულებები: 

  •  გაყიდვების ორგანიზება და წარმოება;

აუცილებელი მოთხოვნა: 

  •  საოფისე პროგრამების ცოდნა (ტესტირება ექსელში);
  •  გამოცდილება გაყიდვების წარმოებაში (აუცილებელი პირობა);
  •  უმაღლესი განათლება. 

პირობები:

  • გასაუბრება ჩატარდება 2 ეტაპად.
  • არჩეული კანდიდატები გაივლიან 15 დღიან  სწავლება-ტრენინგებს. ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში გაუფორმდებათ შრომითი ხელშეკრულება.
  • საგამოცდო-სწავლების პერიოდის გავლის შემდგომ პოზიცია, ხელშეკრულების დაზუსტებული პირობები და ანაზღაურება განისაზღვრება კომპეტენციის, მიღებული შედეგების, ცოდნის და უნარების შესაბამისად.
  • მინიმალური ხელფასი: 750 - 1300 + ბონუსი

სამუშაო გრაფიკი:

  • სრული, 10:30-დან 19:30 საათამდე, კვირაში 1 დასვენების დღე და დამატებით დასვენება მცოცავი გრაფიკის შესაბამისად.

    გთხოვთ CV-ში მიუთითოთ სწორი და სრულყოფილი ინფორმაცია წინა სამსახურიდან წამოსვლის მიზეზებზე.

სივში  მითითებული ნებისმიერი არასწორი ან არასრული ინფორმაცია შეიძლება გახდეს კონტრაქტის ნებისმიერ ეტაპზე შეწყვეტის მიზეზი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV, აუცილებლად სურათით(სურათის გარეშე CV არ განიხილება), შემდეგ მისამართზე: hr@pm.ge  ან დარეკეთ: +995 591 40 80 83
გთხოვთ, ელფოსტის გამოგზავნისას მიუთითოთ პოზიციის დასახელება: გაყიდვების მმართველი

ტელეფონით ინფორმაცია არ გაიცემა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მობრძანდეთ მისამართზე: ქ.თბილისი, ვაჟა ფშაველას #70ა ან დ.დიღომი, როსტევან მეფის 4, II სართული, ავეჯის ცენტრი „პანორამა“.

www.office1.ge