ქოლ-ცენტრის ოპერატორი

ამბოლი
ქოლ ცენტრის ოპერატორი
თბილისი
ვაკანსია
23-06
23-08


შპს „ამბოლი“ წარმოადგენს Georgia Capital PLC (https://georgiacapital.ge) ჯგუფში შემავალ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა

საქართველოში ავტონაწილებისა და საბურავების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია.

საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:

www.amboli.ge www.facebook.com/amboli.ge

ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი;

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებელთან სატელეფონო კომუნიკაცია მომსახურების სტანდარტების დაცვით;
  • მომხმარებლისგან მიღებული ინფორმაციის ასახვა პროგრამაში;
  • მომხმარებლისთვის სხვადასხვა საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება და საჭიროების შემთხვევაში გადამისამართება;
  • შემოსული ზარების და პირველადი ინფორმაციის მიღება პრობლემური შემთხვევის დადგომის შესახებ და შეტყობინების პროგრამული ასახვა;
  • ნებისმიერ პროდუქტზე ინფორმაციის მიწოდება კლიენტისათვის.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მნიშვნელოვანია მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე;
  • საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
  • რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ინფორმაციის გადმოცემის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  • სწრაფად აზროვნების უნარი;
  • ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@amboli.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - ქოლ-ცენტრის ოპერატორი.

კომპანია „ამბოლში“ თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია „ამბოლის“ მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში."