უფროსი კონსულტანტი

ჰიპერმარკეტი Domino
გაყიდვები
თბილისი
ვაკანსია
28-06
28-08


შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წლის ივნისს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

2015 წლის 23 მაისს შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგ“-მა გახსნა თავისი პირველი სამშენებლო ჰიპერმარკეტი ,,დომინო“, რომელიც განთავსებულია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ის ტერიტორიაზე.

 

ჰიპერმარკეტი „დომინო“ აცხადებს ვაკანსიას უფროსი კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • კონსულტანტების მიერ განხორციელებული გაყიდვების და მომსახურების პროცესის მონიტორინგი; მათ მიერ დავალებათა შესრულების კონტროლი, შესრულების ხარისხის შეფასება;
  • მომხმარებლისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურეობის გაწევა, პროდუქციის რეალიზაცია;
  • კომპანიაში არსებული აქციების შეთავაზება მომხმარებლისთვის;
  • მაღაზიაში არსებულ პროდუქციასა და ინვენტარზე პასუხისმგებლობა;
  • საქონლის მიღებაში მონაწილეობა - პროდუქციის გახსნა, აწყობა, დაკომპლექტება, მახასიათებლების შემოწმება;
  • დახლებზე და თაროებზე  პროდუქციის  განაწილება და მოწესრიგება;
  • დარბაზში საქონლის აღწერა, ნაშთების რაოდენობის კონტროლი, პროდუქციის შევსება, პროდუქციის შეკვეთის აუცილებლობის შემთხვევაში ხელმძღვანელის ინფორმირება;
  • ხელმძღვანელისგან მიღებული დავალების დროულად შესრულება;
  • ორიენტირებულობა კომპანიაში რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სასურველია;
  • გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
  • პუნქტუალურობა;
  • დისციპლინირებულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

პირობები:

  • გრაფიკი: 3 დღიანი სამუშაო სმენა (3 დღე მუშაობა, 3 დღე დასვენება);
  • სამუშაო საათებუ: 09:00 – 21:00 სთ;
  • ანაზღაურება: 700 ლარი + ბონუსი;
  • სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს, პროფესიულად განვითარდეთ და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე vacancy@domino.com.ge

სათაურის  ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!