საინვენტარიზაციო ჯგუფის თანამშრომელი

სუფთა სახლი
სხვა
თბილისი
ვაკანსია
28-06
28-08
800


მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“ დაარსდა 2009 წელს. თავდაპირველად  მაღაზიები მხოლოდ დედაქალაქში იხსნებოდა, თუმცა 2014 წლიდან ქსელმა მასშტაბური ზრდა დაიწყო და დღესდღეობით საქართველოს ყველა რეგიონულ ცენტრში არის წარმოდგენილი 180 ფილიალით.

„სუფთა სახლი“ მომხმარებელს მრავალფეროვან პროდუქციას სთავაზობს. ნებისმიერ ფილიალში შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგი  კატეგორიის პროდუქცია:  პარფიუმერია; პირადი ჰიგიენის ნივთები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები; წვრილმანი საყოფაცხოვრებო ნივთები; ჭურჭელი, საკანცელარიო პროდუქცია. კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე მისაღები ფასი. სწორედ ამიტომ  ჩვენს ქსელში ყოველთვიურად შეხვდებით ყველა კატეგორიაში არსებულ სააქციო პროდუქციას ბაზარზე ყველაზე დაბალ ფასად. 

„სუფთა სახლში“ მთელი საქართველოს მასშტაბით დასაქმებულია 1000-ზე მეტი თანამშრომელი და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა  ძლიერი გუნდი,  რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას.  

მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“ აცხადებს საინვენტარიზაციო ჯგუფის თანამშრომლის ვაკანსიას.

ვალდებულებები:

  • სასაწყობო ნაშთების კონტროლი (აღწერები);
  • პროდუქციის ვადების კონტროლი;
  • დოკუმენტაციის წარმოება;
  • რისკების დადგენა;
  • რეპორტინგი.

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება; (სასურველია ეკონომიური ან იურიდიული განხრით)
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
  • კომუნიკაბელური;
  • მიზანდასახული;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • აუცილებელია საკუთარი მსუბუქი ავტომობილი.

დამატებითი პირობები:

  • ანაზღაურება საწყის ეტაპზე 800 ლარი.

ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრეინინგებს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@clean-house.ge .   გთხოვთ, მიუთითოთ სასურველი თანამდებობა „საინვენტარიზაციო ჯგუფის თანამშრომელი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV  არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“ პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები „სუფთა სახლი“-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებას!