ტალანტების მოზიდვისა და შერჩევის მენეჯერი

ევროპროდუქტი
მენეჯერი
თბილისი
ვაკანსია
29-06
29-08


"ევროპროდუქტი" ბაზარზე 2004 წლიდანაა წარმოდგენილი, როგორც იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანია. საქართველოს ბაზარზე პირველად 2004 წელს გამოჩნდა და მომხმარებელს გაეცნო დაახლოებით 150-მდე ექსკლუზიური ბრენდის იმპორტით, მათ შორის "Valio", "Frico", "Elpozo", "Arla", "Bayernland" და სხვა. კომპანიამ 2014 წლიდან შექმნა საკუთარი, საცალო სავაჭრო ქსელი და ამრიგად, დღეისათვის საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია 29 ბრენდული მარკეტი სადაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს პრემიუმ ხარისხის პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასად.

ბრენდის მთავარი მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის დიდი არჩევანი, მოიპოვოს ერთგული მომხმარებელი და განვითარდეს.

"ევროპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას ტალანტების მოზიდვისა და შერჩევის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

ადგილმდებარეობა: თბილისი- ავჭალა/ გაგრის ქუჩა #2

ძირითადი მოვალეობები:

  • თანამშრომლებისთვის სამუშაო აღწერილობების მომზადება და საჭიროებისამებრ მათი განახლება;
  • კანდიდატთა მიზიდვისა და მოძიების არხების განსაზღვრა;
  • ვაკანტური პოზიციის შესაბამისად ვაკანსიის ფორმის მომზადება, მისი დასაქმების ვებ-გვერდებზე და სხვადასხვა არხების მეშვეობით გავრცელება;
  • შერჩევის პროცესის სრული ადმინისტრირება: შემოსული რეზიუმეების გადარჩევა, გასაუბრებების ორგანიზება და ჩატარება;
  • ვაკანტური პოზიციის მომთხოვნი დეპარტამენტის ხელმძღვანელისთვის შერჩეული კანდიდატების შეხვედრის/გასაუბრების ორგანიზება.
  • ყოველთვიური გადინების ფაილისა და რეკრუტინგის ანგარიშის მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია სოციალური მეცნიერებების ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
  • აღნიშნულ სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

გადმოაგზავნე შენი რეზიუმე ელექტრონულ  ფოსტაზე: hr@europroduct.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება- "ტალანტების მიზიდვისა და შერჩევის მენეჯერი. ​"

აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ უფლებამოსილებას:

საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!